"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ ევროპის ლიგაზე გამარჯვება სურს.
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ევროპის ლიგაზე აგრძელებენ ასპარეზობას, სადაც "მიდტიულანდს" დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტურნირი მნიშვნელობით მეორეა ევროპაში, დე ხეას მისი განმეორებით მოგება სურს.
2010 წელს ესპანელმა კიპერმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად ფინალში "ფულჰემს" სძლია და თასი პირველად აღმართა.
"ეს მშვენიერი ტურნირია. ბრწყინვალე მოგონებები მაქვს, მე ხომ "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპის ლიგის ფინალში ვითამაშე.
ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ლიგა მოვიგოთ. ამ ტურნირის მიმართაც ასე ვართ განწყობილნი.
ევროპის ლიგა მატჩების გრაფიკით ოდნავ განსხვავებულია და ჩვენს სავარჯიშო რეჟიმზე აისახება. მაგრამ ვთვლი, რომ გამარჯვებისთვის მზად ვართ და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ", - განაცხადა დე ხეამ.