7-01-2016, 21:39
ნანახია: 3338,
კომენტარები: 10
 
მანეს საგა დასრულდა
სადიო მანეს საგა დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე თვეში "საუთჰემპტონიდან" სადიო მანეს გადაბირებას ვეღარ მოახერხებს.
ლუი ვან გაალს "ოლდ ტრაფორდზე" სენეგალელი ფორვარდის გადაბირება სურს, რადგან მისი სახით შეტევის ხაზის გაძლიერების საშუალებას ხედავს.
"იუნაიტედის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს "წმინდანებს" ფეხბურთელის თაობაზე, პასუხად კი მიიღეს, რომ მანე მიმდინარე თვეში არ გაიყიდება.
თუმცა "საუთჰემპტონი" მზად არის ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტი ზაფხულში განიხილოს.
წყარო: 
dailymail
  
  
    
  
  
    
  
      
  
      
  
      
  
      
  
  
  
       
    
          
 
   
    
    
  
   
	ინფორმაცია
	ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.