"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რუნიმ, რომელიც კლუბისა და ნაკრების კაპიტანია, "სამ ლომთან" რიგებში ჩატარებულ რვა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო.
30 წლის ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების მხარდამჭერთა კლუბის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 37% მიიღო, მას კი ჯო ჰარტი, გარი კეჰილი, რაჰიმ სტერლინგი და ჰარი კეინი ჩამორჩნენ. რუნიმ ზედიზედ მეორედ მოიგო აღნიშნული ჯილდო.
რუნის თანაგუნდელი ჯესი ლინგარდი ინგლისის წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ კონკურენციაში მეკარე ჯეკ ბუტლანდთან დამარცხდა.