ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, მარუან ფელაინის თაობაზე "მილანისგან" შეთავაზება მიიღო.
2013 წელს "ევერტონიდან" 27.5 მლნ. ფუნტად გადაბირებულმა ბელგიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.
"ოლდ ტრაფორდზე" დაუმკვიდრებელი ფელაინის მდგომარეობით "მილანი" აპირებდა სარგებლობას და "წითელ ეშმაკებს" საიჯარო შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ვან გაალმა წინადადება უკვე უარყო.
მიუხედავად იმისა, რომ ფელაინი ამპლუით ნახევარმცველია, მიმდინარე სეზონს ძირითადად თავდამსხმელის როლში ატარებს, თუმცა სათადარიგოთა სკამზე.