მადრიდის "რეალი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მარკოს როხოს შეძენას ეცდება.
ესპანური გრანდი გუნდში კონკურენციის ამაღლებას ცდილობს და ფიქრობს, რომ მარსელოსთვის მარკოს როხო კარგი კონკურენტი იქნება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის.
25 წლის როხოს ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში და ლუი ვან გაალის გუნდში გატარებული არცთუ სანახაობრივი წლების ფონზე მისი სატრანსფერო ღირებულება დაბალი იქნება.
ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელი "იუნაიტედში" 2014 წელს 16 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.