"ლივერპულის" ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს მიაჩნია, რომ უეინ რუნის კარიერის ნაადრევმა დასაწყისმა "იუნაიტედის" ასაკში შესულ კაპიტანს ხელი შეუშალა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ორი თვის განმავლობაში პირველად გაიტანა გოლი "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში.
რუნი, რომელიც 30 წლის გახლავთ, მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს, თუმცა "სტოკთან" სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შემდეგ, "ჩელსისა" და "სუონსის" წინააღმდეგ კარგად ითამაშა.
კარაგერი, საერთაშორისო დონეზე რუნის თანაგუნდელი ფიქრობს, რომ უეინს 30 წლის ასაკში მაღალ დონეზე თამაში უჭირს, რაც კარიერის 16 წლის ასაკში დაწყების ბრალია.
"თუ აპირებთ რუნი ჩამოწეროთ ან თქვათ, რომ დაბრუნდა, არ დაბრუნებულა ამ ერთი კარგი მომენტის გამო და არც მისი ჩამოწერა შეიძლება რამდენიმე ცუდი მატჩის გამო.
მან კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ამიტომ რეალურად ახლა ისე გამოიყურება, როგორც 33 ან 34 წლის ფეხბურთელი.
ხალხი ლაპარაკობს ასაკზე, მის ეფექტსა და მატჩებზე მის გავლენაზე. ცენტრ–ფორვარდის პოზიციაზე დაახლოებით 600 მატჩი უნდა ეთამაშა, რაც შესაძლოა, არ იყოს იგივე, რაც ჩემს პოზიციაზე თამაშია.
ცენტრალური მცველებისგან განსხვავებით, მასზე ზეწოლა იყო 16 წლის ასაკში, მათ შორის მენტალურიც. ჩემი აზრით, ჩვენ თვალს ვადევნებთ ფეხბურთელს, რომელიც 34–35 წლის ასაკში მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს.
იგი იმდენად დიდი ხანია თამაშობს, რომ დაბადების მოწმობაში 30 წელი კი უწერია, მაგრამ სათამაშო თვალსაზრისით 35 წლის არის.
იმისთვის, რომ რუნიმ კრიტიკოსებს დაუმტკიცოს, ჯერ კიდევ არის ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრ–ფორვარდი უნდა იყოს, 10 მატჩია საჭირო – შვიდი ან რვა გოლის გატანა", – განაცხადა კარაგერმა.