კრის სმოლინგმა აღნიშნა, რომ დიდებული იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარება გამარჯვების მოპოვებაში და გუნდმა ახლა კარგი სერია უნდა აჩვენოს.
რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლების წყალობით 2–1 სძლია.
"მოედანზე ბევრს ვშრომობდით. დეკემბერი ცუდი თვე გამოდგა და დიდებული გრძნობაა გამარჯვების მოპოვება. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე მატჩში კარგად ვიბრძოდით და ისეთი შედეგი გვჭირდებოდა, როგორსაც დღეს მივაღწიეთ.
როგორც ფეხბურთელებმა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ცუდი სერია უნდა შეგვეჩერებინა და ნაბიჯი წინ გადაგვედგა. დღეს ეს მოვახერხეთ და შემდეგ, მეორე ტაიმში, ისინი დაიღალნენ, რადგან ზეწოლას ვახდენდით. წლის კარგი დასაწყისი იყო და მეტი ჩავარდნის უფლება აღარ გვაქვს, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასე ვითამაშებთ", – განაცხადა სმოლინგმა.
შესვენების შემდეგ მხოლოდ ორი წუთი დასჭირდა "იუნაიტედს" იმისთვის, რომ გოლი გაეტანა, რაც ეშლი იანგისა და ენტონი მარსიალის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა.
"იანგი უდიდეს ზეწოლას ახდენდა, მას არ აშინებს ირგვლივ ფეხბურთელების შეკრება, უნარების გამოყენება და მათ მოტყუებაზე წასვლა. საოცარი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ჩვენთან არის", – განაგრძობს ინგლისელი.
სიგურდსონის თავურმა 70–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სმოლინგი "იუნაიტედის" ხასიათით მოხიბლულია. "ჩელსისთან" შეხვედრა იყო მატჩი, რომელშიც უნდა მოგვეგო და ვერ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. დღევანდელ მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ, მატჩის უმეტეს ნაწილში ვდომინირებდით და ვაჩვენეთ ის მონდომება და სწრაფვა, რომელსაც მატჩებში უნდა ვაჩვენებდეთ.
ორი კარგი გოლი გავიტანეთ და იმის ნახვა, რომ მათი ავტორი ორი თავდამსხმელია, კარგია. იმედი გვქონდა, რომ იმ შანსების ფონზე, რომლებიც დღევანდელ და წინა შეხვედრებში შევქმენით, გოლები მოვიდოდა და თითებს ვაჯვარედინებ, ისინი ახლა მოვა.
ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. საბედნიეროდ, ლიგაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს სათამაშო მიზეზი. თუ ახლა წარმატებულ სერიას ვიქონიებთ, ცხრილში მაღლა ავიწევთ", – დაასრულა მცველმა.