თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2013, 13:43
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2459,
კომენტარები: 9
მესამე რაუნდის კლასიკები
FA თასის მესამე რაუნდის საუკეთესო მატჩები.
მესამე რაუნდის კლასიკები
1987: მან სიტი (ს) 1-0
1988: იპსვიჩი (გ) 2-1
1989: ქპრ (ს) 0-0, 2-2, 3-0
1990: ნოტინგემ ფორესტი (გ) 1-0
1991: ქპრ (ს) 2-1
1992: ლიდსი (გ) 1-0
1993: ბარი (ს) 1-0
1994: შეფ იუნაიტედი (გ) 1-0
1995: შეფ იუნაიტედი (გ) 2-0
1996: სანდერლენდი (ს) 2-2, 2-1
1997: ტოტენჰემი (ს) 2-0
1998: ჩელსი (გ) 5-3
1999: მიდლსბრო (ს) 3-1
2000: -
2001: ფულემი (გ) 2-1
2002: ასტონ ვილა (გ) 3-2
2003: პოტრსმუტი (ს) 4-1
2004: ასტონ ვილა (გ) 2-1
2005: ექსეტერი (ს) 0-0,
2006: ბარტონი (გ) 0-0, 5-0
2007: ასტონ ვილა (ს) 2-1
2008: ასტონ ვილა (გ) 2-0
2009: საუზჰემპტონი (გ) 3-0
2010: ლიდსი (ს) 0-1
2011: ლივერპული (ს) 1-0
2012: მან სიტი (გ) 3-2

დღეს მანჩესტერ იუნაიტედი ჩაატარებს სათასო შეხვედრას და შეეცდებიან უემბლის კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. მე კი მინდა გაგახსენოთ საუკეთესო მესამე რაუნდის მატჩები სერ ალექს ფერგიუსონის ერაში.
შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო თამაშს.

1992: ლიდს იუნაიტედი (გ) 1-0
წითლების მთავარი კონკურენტი 1991/92 წლებში იორკშირელები იყვნენ. ორივე თასის კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა, იუნაიტედს უწევდა ორჯერ გასვლითი მატჩი ელანდ როუდზე. ლიგის თასზე წითლებმა დამაჯერებლად, 3-1 იმარჯვეს. FA თასზე კი გადამწყვეტი გოლი მარკ ჰიუგსმა გაიტანა თავით. თუმცა, FA თასზე, შემდეგ ეტაპზე გასვლამ დიდად ავნო მანჩესტერ იუნაიტედს, რადგან ისედაც უიღბლო სატიტულო ბრძოლას დამატებითი თამაშები დაემატა.

1998 : ჩელსი (გ) 5-3
77-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, წითლები 5 გოლით ლიდერობდნენ და ახლოს იყვნენ სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის განადგურებასთან. დევიდ ბექჰემმა და ენდი კოულმა შემოგვთავაზეს მშვენიერი დუბლები, ტედი შერინგამმა კი თავური დარტყმით დააფიქსირა 0-5. თუმცა ლურჯებმა მაინც გაიბრძოლეს, ისინი ახლოს იყვნენ ქამბექთან, გრემი ლე სოქსის და ჯიანლუკა ვიალის (2) გოლებით, მათ სხვაობა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თამაშის შემდეგ სერ ალექსი ცდილობდა მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე ეფიქრა. "FA თასი ქმნის დიდი მოლოდინის გრძნობას" განაცხადა მან "აქ ფეხბურთელები თავიანთ ნამდვილ ხასიათს აჩვენებენ".

2002: ასტონ ვილა (გ) 3-2
კლასიკური ქამბექი იუნაიტედის შესრულებით. მას შემდეგ, რაც იუნაიტედი აგებდა 2 გოლით, საშიშროება იყო, რომ ეს ყოფილიყო პირველი დამარცხება ბოლო 7 წელიწადში ასტონ ვილას წინააღმდეგ. ფილ ნევილის საკუთარ კარში გოლს მოყვა იან ტეილორის გოლი. რამაც იუნაიტედი დიდ გასაჭირში ჩააგდო. თუმცა 77-ე წუთზე ოლე გუნარ სოლსკაერის გოლმა და ვან ნისტელროის დუბლმა ყოფილი იუნაიტედის მეკარის პეტერ შმეიხელის კარში, იუნაიტედი დააწინაურა. ამას კი სტუმრების მხარდაჭერების მოედანზე შეჭრა მოყვა.

2011: ლივერპული (ს) 1-0
ეს იყო ტკბილი წარმატება, კენი დალგლიშის პირველ თამაშში მერსესაიდელების მწვრთნელის რანგში. დანიელ აგერის უყურადღებო თამაშმა ბერბატოვის წინააღმდეგ, რაიან გიგზს მისცა შანსი 11 მეტრიანი ნიშნულიდან გაეტანა გოლი. სტივენ ჯერარდის გაგდებამ კი სტუმრებს საბოლოო იმედი გადაუწურა. იმის მიუხედავად რომ პეპე რეინამ ხელი შეუშალა წითლებს გამოეყენებინათ რამდენიმე კარგი მომენტი, ოლდ ტრაფორდმა მაინც იზეიმა მწვავე კონკურენტების დამარცხება.

2012: მანჩესტერ სიტი (გ) 3-2
ყველა რთული მატჩი შესაძლო ვარანტებიდან. წითლებს მოუწიათ ეტიჰადზე ურთულესი გასვლითი მატჩის ჩატარება, თუმცა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს. უიენ რუნის გოლის შემდეგ მოედნიდან გააძევეს ვინსენტ კომპანი, ამას მოყვა დენი ველბეკის შესანიშნავი გოლი და უიენ რუნის დუბლი. კოლაროვისა და აგუეროს წყალობით სიტიმ მოახერხა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა პოლ სქოუზი, რომელმაც შესვენების შემდეგ კვლავ განაახლა კარიერა.



წყარო: www.manutd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
5 იანვარი 2013 13:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
http://www.manutd.com/en/Fanzone/Competition-And-Polls/Poll.aspx?id={FF3AF81F-A8
97-4FA4-AC22-A1CE46AA5E2B}

აქ არის ხმის მიცემა და მე ვერ ვსვამ სიახლეში და ვინმემ დაამატეთ რა
0
№2
ავტორი: Malboro463
5 იანვარი 2013 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
№3
ავტორი: Luka Gelashvili
5 იანვარი 2013 14:29
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Vodafone,
საღოლ მაგარია .. 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: love united
5 იანვარი 2013 14:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Middlesbro
ხო კარგი თავია ადრე იდებოდა გარის წინგის ნაწილები...ისე მაგის თარგმნა უნდოდათ მაგრამ არ გამოუვიდათ...
0
№5
ავტორი: ლადო
5 იანვარი 2013 16:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Vodafone,
საღოლ ავტორ კარგი ხარ ასეთ სტატიებში))
0
№6
ავტორი: Vodafone
5 იანვარი 2013 16:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Lado Ghonghadze,
:D მადლობა
0
№7
ავტორი: UTD-Rule
5 იანვარი 2013 18:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესოა ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: buka oboladze
5 იანვარი 2013 18:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ საინტერესოა ))
0
№9
ავტორი: Jubo
5 იანვარი 2013 19:04
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Vodafone,
good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top