გუშინ პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სუონსის" უმასპინძლა. ვან გაალის გუნდმა 6 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ნანატრი გამარჯვება მოიპოოვა.
მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, 47-ე წუთზე იანგის ჩაწოდების შემდეგ მარსიალმა მოახერხა ანგარიშის გახსნა. სტუმრებმა საპასუხო გოლი 70-ე წუთზე გაიტანეს, თავი სიგურდსონმა გამოიჩინა. ზუსტად 7 წუთში მარსიალის გადაცემით უეინ რუნიმ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.
ვან გაალის გუნდი 20 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში მანჩესტერელები "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი - სუონსი 2:1
გოლები: მარსიალი (47'), სიგურდსონი (70'), რუნი (77') სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-20 ტური თარიღი: შაბათი, 2 იანვარი, 2016 წელი მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი (დარმიანი), ბლინდი, იანგი (მაკნეირი), შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი, ერერა (კერიკი), მატა, მარსიალი, რუნი.