ბასტიან შვაინშტაიგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "სუონსისთან" მატჩში გამოვლენილი სულისკვეთებით აღფრთოვანება ვერ დამალა.
ენტონი მარსიალმა "იუნაიტედი" მეორე ტაიმის დასაწყისში დააწინაურა, გილფი სიგურდსონმა კი ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.
პრემიერ ლიგაში ოქტომბრის შემდეგ გატანილი რუნის პირველი გოლი "იუნაიტედისთვის" იღბლიანი გამოდგა და მან გუნდს ბოლო ცხრა მატჩში პირველი გამარჯვება მოუტანა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ "ჩელსისთან" გამართული წინა შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო.
სირცხვილია, რომ "ბორნმუთთან", "ნორვიჩსა" და "სტოკთან" დავმარცხდით, რადგან სხვა შემთხვევაში ცხრილში სხვა მდგომარეობა იქნებოდა.
გუნდს აქვს სულისკვეთება და ამას იმის ფონზე დაინახავდით, რომ ზეწოლას, ბურთის გაკონტროლებასა და გოლის გატანას ვეცადეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყოველ შეხვედრაში გვაქვს გოლის გატანის შანსი.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლი გავიტანეთ", - განაცხადა გერმანელმა.