"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სუონსისთან" მატჩში რვამატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, მაგრამ საბოლოო შედეგი მთელ ისტორიას არ აღწერს.
"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო ცხრა შეხვედრის პირველ ტაიმში "იუნაიტედი" გოლის გატანას ვერ ახერხებს.
უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ტაიმში ბოლოს გოლი გაიტანა, ხუან მატა გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ვოლფსბურგის" კარი დალაშქრა.
"გედების" წინააღმდეგ გატანილი ორივე გოლიც მეორე ტაიმში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ გუნდს შეტევაში პრობლემები აქვს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა კი ღიაა.