"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "საუთჰემპტონს" იანვარში სადიო მანეს თაობაზე შეთავაზება გაუკეთოს.
მანე "იუნაიტედი" სამიზნეს ზაფხულის განმავლობაში წარმოადგენდა და მისი სახით შეტევის გაძლიერების საშუალებას ხედავდნენ, თუმცა "წითლებმა" საბოლოოდ ენტონი მარსიალი შეიძინეს.
თუმცა გუნდს გოლების გატანა მაინც უჭირს - 24 გოლი 20 მატჩში - და "იუნაიტედი" კვლავ აპირებს მანეს გადაბირებას, ირწმუნება Daily Mail და Daily Mirror.
მანესა და "წმინდანთა" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის მცირე უთანხმოება მოხდა "ნორვიჩთან" მატჩის წინ. ფეხბურთელმა გუნდის შეკრებაზე დააგვიანა, რის გამოც კუმანმა იგი შემადგენლობაში არ დააყენა.