"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი და ეშლი იანგი ტრავმირებულნი არიან.
"სუონსისთან" გამართულ შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 2-1 მოიგო, ფილ ჯონსმა და ეშლი იანგმა მოედანი ნაადრევად დატოვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჯონსი მატეო დარმიანმა შეცვალა, ხოლო საგოლე პასის ავტორი იანგი 78-ე წუთზე პედი მაკნეირმა ჩაანაცვლა.
ვან გაალმა განხორციელებული ცვლილებების მიზეზი ახსნა: "ჯონსი და იანგი ტრავმირებულები არიან. უნდა შემეცვალა ისინი, მოხალისეები არ ყოფილან".