ლუი ვან გაალის ვერდიქტი მოგებული მატჩის შემდეგ.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "სუონსისთვის" გატანილი გოლების ხარისხით მოხარულია.
მატჩის ანალიზი: "ახალი წელი ძალიან კარგად დავიწყეთ. ძალიან სარისკოდ, ძალიან შემტევად ვითამაშეთ სამი მცველით, მაგრამ მოგება გვინდოდა და ორი ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ. ეს არის განსხვავება. შემტევი ტაქტიკა მოწინააღმდეგის დონისა და სათამაშო სისტემის გამო ავირჩიეთ. ყოველთვის ვარჩევთ სათამაშო გეგმას, რომელიც უფრო მეტად გვერგება და რომელსაც მოწინააღმდეგე არ ელოდება. ეს არის მიზეზი და არა ის, რომ სარისკო ფეხბურთის თამაში გვინდოდა. "ჩელსის" წინააღმდეგ ჩვენს დაცვაში ბევრი სივრცე იყო და დღესაც. მაგრამ ჩვენ მოვიგეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორი ფანტასტიკური გოლი გავიტანეთ".
რუნისა და მარსიალის შესახებ"მარსიალს ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რუნისაც აქვს, რადგან პირველი გოლის დროს ძელთან მისი ჩარბენა მარსიალისთვის მნიშვნელოვანი იყო - ამან მას სივრცე მისცა და, რა თქმა უნდა, ეშლი იანგის ჩაწოდებაც კარგი იყო. უეინის გოლი, მისი მარცხენა ფეხის ქუსლით, ფანტასტიკაა".
"იუნაიტედის" ხასიათზე "სუონსის" მიერ გათანაბრების შემდეგ"რა თქმა უნდა, გუნდმა მცირე დარტყმა მიიღო, მაგრამ საკმარისი სურვილი გამოავლინეს და ეს ნახეთ. ისევ შევქმენით შანსები და გამარჯვების გოლი გავიტანეთ".
"სუონსის" მეკარე ფაბიანსკის მიერ 95-ე წუთზე თავური დარტყმის შესახებ"დაუჯერებელია, როცა ოთხ დამატებით წუთს იღებ - ეს ბევრია, მით უმეტეს, დრო მათ გაჰყავდათ და არა ჩვენ. ჩვენი გოლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი ჩქარობდნენ, მაგრამ სარგებელი მაინც მათ მიიღეს - ეს ვერ გავიგე. გაგვიმართლა, რომ მიზანს ააცილა, რადგან კარგად დაარტყა თავით და თავისუფლადაც იდგა".
წყარო:
manutd.com