თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2016, 15:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2239,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "დაქვეითებას აღმავლობა მოსდევს"
ვან გაალი პირველ ადგილზე გადასვლას უმიზნებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი 2016 წლისთვის მიზნად "მანჩესტერ იუნაიტედის" იქ დაბრუნებას ისახავს, სადაც მისი ადგილია".

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდის ბოლო დროინდელი ფორმით კმაყოფილი არ არის, მაგრამ "იუნაიტედს" რვამატჩიანი მოუგებელი სერიის მიუხედავადაც კი აქვს წარმატების მიღწევის შანსი. ვან გაალი დარწმუნებულია, რომ გუნდი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, როცა ფეხბურთელები გოლების გატანას დაიწყებენ.

"კლუბებს შორის განსხვავება დიდი აღარ არის. ამას ხედავთ და ამას გამოცდიან ფეხბურთელები, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა კი უკვე გამოსცადეს. ჩვენს ფორმასა და თამაშს უნდა დავუბრუნდეთ, თანაც გოლების გატანით, რადგან ამ სეზონში სწორედ ეს გვაკლია. ბევრი ვერ გაგვაქვს და უნდა გაგვქონდეს.

კმაყოფილი ვერ იქნები, მით უმეტეს, ბოლო პერიოდით, როცა ასე ცოტა მატჩს ვიგებთ. პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ ერთ თვეში ყველაფერი შეიცვალა. თუმცა როცა ჩამოქვეითდები აღმასვლაც შეგიძლია და ახლა ეს არის ჩვენი მიზანი.

ყოველთვის არსებობს მომენტი, რომელთან დაბრუნება და გახსენება გსურს. მაგრამ მომავალი უფრო მნიშვნელოვანია. პრობლემის გადაჭრის საშუალება უნდა ვიპოვოთ, რათა "მანჩესტერ იუნაიტედი" დავაბრუნოთ იქ, სადაც მისი ადგილია და ეს არის ჩვენი მიზანი",
- განაცხადა ვან გაალმა.

2016 წლის პირველი მიზანი "სუონსის" დამარცხება იქნება, რომელმაც "იუნაიტედს" ბოლო სამივე მატჩში სძლია. მიუხედავად იმისა, რომ "იუნიტედის" მომდევნო მეტოქე მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობს, ვან გაალი მაინც რთულ დაპირისპირებას ელოდება.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ორგანიზებული გუნდი, რაც მონკის დამსახურებაა, ახლა კი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი უდგათ სათავეში და მან იგივე ორგანიზება განაგრძო.

მან რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა და ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში სურთ. ეს მომწონს. ხალხი ამიტომაც ფიქრობს, რომ "სუონსი" ფეხბურთის მოთამაშე გუნდია.

ყოველთვის გახსნილი გონებით თამაშობენ და ცოტა გუნდი არსებობს, რომელიც ასეთ სისტემას, 4-4-2-ს იყენებს. შარშან ჩვენც გამოვიყენეთ და მათაც. ეს სისტემა შეტევითი სტილია, რაც მომწონს, მაგრამ რთულად დასამარცხებელი. უკვე გამოვცადეთ".


რაც შეეხება გარი მონკის გაძევებას, ვან გაალმა განაცხადა: "ჩვენი გიჟური საფეხბურთო სამყარო იმაში მდგომარეობს, რომ მწვრთნელები, რომლებიც გასულ წელს ჩემპიონები ან პერსპექტიულები იყვნენ, ახლა დათხოვნილები არიან. ცოტა სიგიჟეა, მაგრამ ყველა გუნდს თავისი მიზეზი აქვს მწვრთნელის გაგდებისთვის, მე ამას ვერ განვსჯი. ამით მტკიცდება, რომ არანორმალური სამყაროა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2016 15:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წინ წასვლას კი არა ქვემოდან არავინ წამოგვეწიოს-მეთქი იმას უფრო ვუყურებ. ლივერმა წესით ვერ უნდა მოიგოს დღეს, იმედი მაქვს, ვერც სიტი შეძლებს. არსენალი დაწინაურდება ამ ტურის მერე საგრძნობლად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: I L C
2 იანვარი 2016 15:28
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეხა რო გუნდმა ყველა თამაში მოიგოს რაც დარჩა... რასიზავთ ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2016 17:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
I L C,
ყოველი თამაშის დაწყებას მაგის იმედით ვხვდები ხოლმე მე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: I L C
2 იანვარი 2016 17:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: Mufc7
d is only love. Love


ასეთ რამეს პესში თუნახავ თორე wink

ციტატა: Mufc7
d is only love. Love


ასეთ რამეს პესში თუნახავ თორე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2016 18:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდ ფორმაში არიან და უნდა ისარგებლონ ამით მაინც, აბა ისე ყველა ზედ უვლით
0
№6
ავტორი: chester
2 იანვარი 2016 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
KAI RA XALXNO PROSTA ROCA REALS RONALDO BALE YAVS ROCA BAIERMS ROBENI RIBERI DA BARCAS NEYMAR MESSI.. CHVEN ASETI 5WELIA MXOLOD NANI GVYAVDA :d DA IS CXOVREBAM DACHAGRA AXLA 3 GVYAVS.. MEMFISI MARCIAL JANUZAY MAGRAM ARCERTI AR GANVITARDEBA FEXBURTELI RO GANVITARDES STABILUROBA UNDA GUNDS.... LUI KIDE MESAME ADGILS AM SHEMADGENLOBITAC MIAGWEVS DEGEA.. BLIND JONS SMOLING VALENCIA HERERA CARICK FELAIN YONG ROONEY MATA.. DA ES GINDAT???? TU ES GINDAT SHEDEGI ISEDAC IQNEBA RA MOURINIOO :D :D
0
№7
ავტორი: Giggsy
2 იანვარი 2016 20:47
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
chester,
მაგიტომ არის მოურინიო კარგი რომ გუნდს კარგად იცის რაც უნდა ვერ დამაჯერებ რო პორტოს ამაზე უკეთესი სასტავი ყავდა ლიგა რო დადო კაცმა ინტერის შემადგენლობაც არ იყო ვარსკვლავებით სავსე მოუ იქ უნდა მიუშვა რომელი გუნდიც უკან წასვლის გზას ადგას და ამოათრევს კიდევაც ზუსტად იცის სად როგორ უნდა ითამაშოს კაცმა გაალი კიდე ცენზურა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№8
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2016 21:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Giggsy,
სამაგიეროდ რეალს ჰყავდა მაგათზე უკეთესი შემადგებლობა, რომ რა? გგონია, 10 წლის წინანდელი ფეხბურთი დღევანდელის მსგავსია? ვან გაალის აიაქსსაც არ ჰყოლია პორტუზე კარგი შემადგენლობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: chester
2 იანვარი 2016 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
RojoDiablo,
bazari araa moum 2010 wels barcastan erti naxvreti ar datova da gavida mitumetes mashindeli interi gamocdili fegburtelebisgan iyo awkobili madridshi gamochnda raa stilis mwvrneli iyo erti magis kargic nagavi modrichi ro shemoagdo albeloas nacvlad da ro gagvagdo merved finalidan mashinac burti davaxiet tumca ramosi varane yavda da pepec daumata mokled.... Shedegi luisac sheuzlia dados magram tu gvinda barcas da bavarias vajobot.. An simeone an guardiola gvwirdeba... Tore marsiali januzay depay ki gvyavs kai momavali
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top