"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გულშემატკივარს მოუწოდებს, ყველაფერი არ დაიჯერონ, რასაც მედიის საშუალებით იგებენ.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა და "იუნაიტედის" ირგვლივ ჭორები არ წყდება, რომლებიც კლუბს უამრავ ფეხბურთელს უკავშირებს, თუმცა ვან გაალი ამბობს, რომ მის სამიზნეს მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი წარმოადგენს.
"გულშემატკივარს უნდა ვურჩიო, ყველაფერი არ დაიჯერონ, რასაც მედიაში ეცნობიან, რადგან ყველაფერი სიმართლე არ არის. ჩვენ უნდა შევიძინოთ ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს სათამაშო დონესა და სისტემას შეეფერებიან. იანვარში შეძენა ადვილი არ არის, ამიტომ ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც კითხულობთ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.