თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2016, 11:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2305,
კომენტარები: 9
დე ხეა: "მინდა ნომერ პირველი ვიყო"
დავიდ დე ხეა თავის მთავარ მიზანს ამხელს.
დე ხეა:
ისევე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად წარმატების მიღწევა, დავიდ დე ხეას მიზანი მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარეობა გახლავთ.

"წითლების" მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო პერიოდში გასაოცარ თამაშს აჩვენებს და მსოფლიოს ირგვლივ არაერთი გულშემატკივარი ჰყავს, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დე ხეა ასევე პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა, რაც ამტკიცებს, რომ ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო? გულშემატკივართა აზრი ორად იყოფა და დე ხეასა და მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერს შორის არჩევანის გაკეთება უჭირთ.

ამ კამათს ხშირად კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის თაობაზე არსებულ კამათსაც ადარებენ. სანამ ხალხი არჩევანს აკეთებს და პოზიციას არგუმენტებით ამყარებს, დე ხეა ოცნებობს.

"კარგი, დიახ, ჩემი მთავარი მიზანია. ვცდილობ ვივარჯიშო, ვითამაშო და გავიღო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ამ დონეს მივაღწიო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარეობა რთული მისაღწევია, რადგან უამრავი კარგი მეკარე არსებობს. მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიო",
- აცხადებს ესპანელი.

დე ხეა თავის შესაძლებლობებს დღეს კიდევ ერთხელ გამოცდის "სუონსის" წინააღმდეგ და მეკარეს მიაჩნია, რომ რთული მატჩი ექნება.

"კარგი გუნდია. ისეთი ტიპის გუნდია, რომელსაც ფეხბურთის თამაში და ბურთის ფლობა მოსწონს. მართალია, გასული სეზონი გაგვირთულეს და ორივე მატჩი წავაგეთ მათ წინააღმდეგ.

ვიცი, ბოლო დროს ცუდად ვთამაშობთ მათთან, მაგრამ ახალი წელია და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მოედანზე ყველაფრის გაცემით გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
2 იანვარი 2016 11:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარედ ნოიერი რატომ ითვლება ვერვხვდები.. არაფრით ჩამოუვარდება დე ხეა. პრემიერ ლიგაში საუკეთესოა ორი აზრი არაა მაგრამ ბუტლანდიც ბრწყუნვალე მეკარეა..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2016 12:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბოლო პერიოდში მართლა საოცარია და სასწაულებს აკეთებს მოედანზე. ეს რომ არ გვყოლოდა, ცხრილის ბოლოში ვიქნებოდით ახლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 იანვარი 2016 12:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
I L C,
გეთანხმები. ჩემი აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ნოიერს, უფრო ძლიერი თუ არაა.
0
№4
ავტორი: vincent
2 იანვარი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
პირველი ხარ 3d_13

ფანტაზიში ვიცე კაპიტანს რაიმე ქულა ემატება გოლზე ან საგოლე პასზე თუიცით?
0
№5
ავტორი: ლუკა
2 იანვარი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
დე ხეა პირველზე ხარ
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საოცარი ბურთები" გამოუძრია" როგორც დე ხეას ისე ნოიერს, მაგრამ ჩემთვის პირადად ნომერ პირველი სწორედ დე ხეაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მანჩესტერში თამაშობს დე ხეა, უბრალოდ ის რასაც აკეთებს ხოლმე მართლა წარმოუდგენელია და პლიუს ამას დე ხეა სტაბილურობითაც გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ნოიერზე. დე ხეასაც ქონია ჩავარდნები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩავარდნები ძალიან მცირე დოზით იყო.
0
№7
ავტორი: Zeba
2 იანვარი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
დავიდ <3 ისეთ ცუდ ფრომაშია ყველა,რომ ისევ ეს გახდება წლის საუკეთესო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№8
ავტორი: Martial
2 იანვარი 2016 17:25
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მალებიქნები )) მთავარია აქ იყო ბოლომდე
0
№9
ავტორი: chester
2 იანვარი 2016 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
ES TU 40 wlamde darcha edvinivit noieri monagoni darcheba amas sheudzlia legandaluri kiperi saxeli moipovos romelic saukuneebs emaxsovreba da tu chempionta liga an tasebi enatreba unda moitminos sxva gvarad halamadrid :d da casilasivit daamcireben :d :d :d

I L C,
patara sxvaobaa xalxi noiers ufro icnobs imitom rom noiers tasebi uwiravs xelshi da ligashi mudam finalshi an naxevar finalshia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top