კინი ჩემპიონშიპის გუნდში მთელი სეზონის ვადით გათვლილი საიჯარო შეთანხმებით თამაშობდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება.
ფეხბურთელი, რომელმაც 22 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, "მანჩესტერ იუანიტედის" შეტევის ხაზის გასაძლიერებლად იქნა მოხმობილი, რადგან "იუნაიტედს" 19 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი, რაც მეშვიდე ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.
"ეს ბოლო 24 საათში თუ დაახლოებით ასეთ დროში მოხდა. "იუნაიტედმა" იფიქრა, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი სჭირდება.
უილის დაკარგვა სამწუხაროა. ბოლო კვირებში ჩვენთან ფეხს იკიდებდა. მაგრამ ყოველთვის ასე ხდება, როცა იჯარით გყავს ფეხბურთელი აყვანილი". - განაცხადა "პრესტონის" მთავარმა მწვრთნელმა.