თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2016, 22:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2162,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-20 ტური
თარიღი: შაბათი, 2 იანვარი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: შოუ, ვალენსია, როხო.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ლინგარდი
განაცხადი: De Gea, Romero, Valdes, Darmian, Jones, McNair, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney.
საეჭვოა მატჩში ჯესი ლინგარდის მონაწილეობა. გუნდის ლაზარეთში კვლავ რჩებიან როხო, შოუ და ვალენსია.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"სუონსი"


ტრავმირებულები: ლოპესი, ტაბანუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ფერნანდესი
განაცხადი: Fabianski, Nordfeldt, Tremmel, Alfei, Amat, Bartley, Fernandez, Naughton, Rangel, Tabanou, Taylor, Williams, Ayew, Britton, Cork, Grimes, Ki, Lucas, Montero, Routledge, Shelvey, Sigurdsson, Barrow, Eder, Emnes, Gomis.

"გედების" არგენტინელ მცველ ფედერიკო ფერნანდესს მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს. ტრავმირებულები არიან ლოპესი და ტაბანუ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 30 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-წ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას – 1990 წლის შემდეგ ასეთი ცუდი შედეგი "იუნაიტედს" არასდროს უჩვენებია.

ზედიზედ ცხრა მატჩი მოგების გარეშე "იუნაიტედმა" ბოლო 1988 წლის ნოემბერში ჩაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატში ბოლო ექვსი მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს გამარჯვებას – მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ "ასტონ ვილას" აქვს უარესი მაჩვენებელი.

საკუთარ მოედანზე ლუი ვან გაალის გუნდი საუკეთესოა დაცვით თამაშში – მხოლოდ სამი გაშვებული გოლი.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო რვა მატჩიდან ხუთი უგოლო ფრედ დასრულდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"სუონსი"


მე–17 ადგილი, 19 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-წ-ფ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში "სუონსიმ" მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო – 1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

"გედებმა" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანეს. მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ "ასტონ ვილას" აქვს უარესი შედეგი.

"სუონსის" ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი წაუგებელი მატჩის ჩატარების საშუალება აქვს, რაც ბოლოს მიმდინარე სეზონის აგვისტოში მოახერხა.

"გედები" პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში არ უშვებენ გოლს, თუმცა მანამდე 10 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებდა კარის "მშრალად" შენახვას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 7 გოლი (2 ლიგაში), მარსიალი – 7 გოლი (5 ლიგაში).

უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდეს. ახლა მეორე ადგილს დენის ლოუსთან იყოფს, წინ კი ბობი ჩარლტონია (249 გოლი).

უეინ რუნიმ "იუნაიტედის" მიერ "სუონსისთვის" გატანილ ბოლო სამ გოლში მიიღო მონაწილეობა – 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირები: აიუ - 6 გოლი (6 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ორივე მატჩში ბაფიტემბი გომისს გამარჯვების გოლი გაჰქონდა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 26-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 11-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "სუონსიმ" 10-ჯერ, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში "სუონსისთან" ბოლო სამ მატჩში დამარცხდა ერთნაირი ანგარიშებით 2–1, მათ შორის არის ვან გაალის პირველი ოფიციალური შეხვედრა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

პრემიერ ლიგის ბოლო ორი მატჩი, რომელშიც "იუნაიტედი" დაწინაურდა, მაგრამ დამარცხდა, "სუონსის" წინააღმდეგ შედგა– 2015 წლის თებერვალში 1–2 და 2015 წლის აგვისტოში 2–1.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სუონსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, მათგან სახლში გამართულ 12–ვე შეხვედრაში გაიტანა გოლი და 9 მოიგო.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 11 მოგება, "სუონსი" - 9 მოგება, ფრე - 5.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 5 მოგება, "სუონსი" - 3 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 9 მოგება, "სუონსი" - 1 მოგება, ფრე - 2.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 4 მოგება, "სუონსი" - 1 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2 "სუონსი"

თარიღი: შაბათი, 16 აგვისტო, 2014
სწრებადობა: 75339
მსაჯი: მაიკ დინი
გოლის ავტორი "იუნაიტედის" რიგებში: უეინ რუნი 53'
გოლის ავტორი "სუონსის" რიგებში: კი სუნ იუნი 27', გილფი სიგურდსონი 72'

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სუონსი სიტი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი განსაჯა და 51 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები:
ჯეკ კოლინი, ენდი ჰელიდეი
სათადარიგო მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
1 იანვარი 2016 22:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ლინგარდი ძაან მოტეხა ლუიმ რაღაც :/ ასეთი რა ჭირს, არადა აკლია გუნდს მაგისი "ფაფხური"(როგორც მისი ჰეითერეი იტყოდნენ)

თუ ისე ითამაშეს როგორც ჩელსისთან კარგი შანსი გვაქ
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
1 იანვარი 2016 23:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩელსისთან ჩატარებული მატჩი ცოტა იმედის მომცემი იყო, სუონსიც ვერაა წელს ფორმაში.

ლოგიკურად, მოსაგები თამაშია.
0
№3
ავტორი: Malboro463
2 იანვარი 2016 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5056
ვალდესი განაცხადში? ნუთუ შერიგდნენ
ჩელსისთან ცოტა კარგად ითამაშეს და ეგრევე დაგვიგდეს კუში.
0
№4
ავტორი: Martial
2 იანვარი 2016 01:43
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
რა საზიზღარ ფორმაში ვართ )) მააინც იმედი მაქვს რომ წელს კარგად დავიწყებთ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2016 08:57
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
დღესაც თუ ვეღარ უნდა მოიგოს, სუონსისთან დაწყევლილი ყოფილა. არადა, რაც მონკი გაუშვეს, შედარებით უკეთ თამაშობენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 იანვარი 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ თამაშსაც თუ ვერ მოვიგებთ, მაშინ დიდი იმედი მაქვს ვან გაალი აღარ გვაწვალებს და თვითონვე წავა რაა. უკვე ყველანაირ ზღვარს გაცდა გუნდის კატასტროფული შედეგები და ესე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება!!!
0
№7
ავტორი: Mufc7
2 იანვარი 2016 12:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ჩელსისთანაც" მეგონა, მოვიგებდით, იმდენად მჯეროდა, რომ რამეს შეცვლიდა გუნდი ამ ბოლოდროინდელი ამბების მერე... ახლაც მჯერა, რომ მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: abrama
2 იანვარი 2016 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 934
Bichebo silk universalze aris tu icit ver metyvit????
0
№9
ავტორი: ლუკა
2 იანვარი 2016 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ბიჭო არსად არ არის არც უნივერსალზე და არც სილკ 1,2და 3. მითხარით სად უყურო
0
№10
ავტორი: RojoDiablo
2 იანვარი 2016 14:58
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
ლუკა,
ჩვენს საიტზე დაიდება ლინკი და აქ უყურებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top