"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ წელს უკეთეს მდგომარეობაში ხვდება, ვიდრე 2015 წლის მიწურულს.
"სუონსისთან" მატჩისთვის რამდენიმე ფეხბურთელი მიუწვდომელი იქნება, მაგრამ სრულ მზადყოფნაში იქნებიან მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მატეო დარმიანი.
კვლავ ტრავმირებულია ჯესი ლინგარდი, ისევე როგორც, მარკოს როხო, ანტონიო ვალენსია და ლუკ შოუ.
"2016 წელს კარგი ამბავი ის არის, რომ ტრავმებთან მიმართებაში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.
სამწუხაროდ, კვლავ ტრავმირებულნი არიან ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია და მარკოს როხო. მაგრამ კარგი ის არის, რომ სამივე პროგრესირებს.
ჯესი ლინგარდი გუნდთან ერთად ვარჯიშების დაწყებას უახლოვდება და "ჩელსისთან" მატჩში "სტოკთან" შეხვედრასთან შედარებით ოთხი ცვლილება განვახორციელეთ.
მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნეიდერლინი შესანიშნავად თამაშობდნენ მატჩის რიტმის უქონლობის მიუხედავად - რაც პოზიტივია რთული იანვრის წინ", - განაცხადა ვან გაალმა.