"მანჩესტერ იუნაიტედისა" და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი დენის ლოუ ბრიტათენის იმპერიის კომანდორი გახდება.
ყოფილი ფეხბურთელი იმ ადამიანთა საახალწლო სიაშია, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ფეხბურთში დამსახურებისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოების გამო დააჯილდოებს.
75 წლის ლოუმ განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ადრეც მიიღებდა, რომ არა უზუსტობა.
"ოდესღაც ვიღაცამ ხალხი მოატყუა, რომ უკვე მივიღე ეს ჯილდო დიდი ხნის წინ. ყოველთვის, როცა კომპიუტერს ვრთავდი ეწერა, რომ დაჯილდოებული ვიყავი და როცა ამის გამოსწორება მოვახერხე, სიმსუბუქე ვიგრძენი, რადგან ეს შეცდომა იყო.
ჩემს მისამართზე, სადაც ხუთი თუ ექვსი წლის წინ ვცხოვრობდი, ფოსტით წერილი მომივიდა, მაგრამ რადგან იქ ძველი ფოსტალიონი მუშაობს, იფიქრა: "ეს დენისისთვის უნდა იყოს". ასე რომ, ალბათ, ადრეც დამაჯილდოებდნენ!
მსგავს რამეს არ ველოდი, ბევრი ღირსეული ადამიანი არსებობს. მაგრამ ასეთი ჯილდოს მიღება სასიამოვნოა. სინამდვილეში, ძალიან ამაყი ვარ".