ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედზე" მოქმედ ზეწოლასთან გამკლავებასა და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს.
"იუნაიტედს" ზედიზედ რვა მატჩის განმავლობაში არ გაუმარჯვია და სიტუაციის გამოსწორებას შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" წინააღმდეგ შეეცდება.
ახალი წლის წინა ღამეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვან გაალმა თავის მდგომარეობაში დარწმუნებულობაზე ისაუბრა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
"მე ყოველთვის ვაკეთებ ჩემს საქმეს. უნდა აკეთო ის, რაც უნდა აკეთო. შტაბის წევრები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: "ბოს, უფრო მეტად როგორ დაგეხმაროთ?" მე ვეუბნები: "თქვენ მეხმარებით იმით, რასაც აკეთებთ და იმდენად, რამდენიც შესაძლებელია". მეც კმაყოფილი ვარ.
იგივეს ველოდები ჩემი ფეხბურთელებისგან, იმავეს გაკეთებას. ეს არ არის ჩემი პირველი კლუბი. თუმცა შესაძლოა, ბოლო კლუბი იყოს, როგორც ვთქვი, პირველი კლუბი კი არ არის, სადაც ცუდი პერიოდი მაქვს. ჩემს ყოველ კლუბში მქონდა ცუდი პერიოდი და უნდა ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო გულშემატკივარია, რადგან ასეთ რთულ პერიოდშიც კი მიკრავდნენ ტაშს მე და ფეხბურთელებს, ეს კი ფანტასტიკურია".
ვან გაალს ასევე ჰკითხეს, სუსტდებოდა თუ არა ფეხბურთელებზე ზეწოლა მას შემდეგ, რაც "სტოკ სიტისთან" მარცხისას ვან გაალმა მათ თამაშის გამბედაობისკენ მოუწოდა. "არ ვიცი, რადგან ზეწოლას ინდივიდუალურად გრძნობ და ფეხბურთელებიც გამოცდიან, რადგან გარკვეულ დროს უნდა ითამაშონ. მათ ყველაფერი უნდა გაიღონ და ეს ფეხბურთელის ფუნქციის ურთულესი ასპექტია.
90 წუთის განმავლობაში უნდა აჩვენო ეს და თანაც მოწინააღმდეგის წინაშე, გარემოებითი ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ასევე თვითზეწოლის ფონზეც. ამას უნდა გაუმკლავდე. ის, როგორც ჩვენ ვითამაშეთ ზეწოლის ქვეშ, ფანტასტიკური იყო".