"ჩელსის" წინააღმდეგ გაუმჯობესებული "მანჩესტერ იუნაიტედი" ვიხილეთ, მაგრამ სჭირდებოდა თუ არა ვან გაალს მორიგი უგოლო ფრე?
ჟოზე მოურინიო დღითი-დღე უახლოვდება "ოლდ ტრაფორდს". ექვსი უგოლო ფრე ბოლო 12 მატჩში საკუთარ კედლებში იმაზე მეტყველებს, რომ ლუი ვან გაალის ბედი თითქმის გადაწყვეტილია. მაგრამ გუნდის გაუმჯობესებულმა თამაშმა "ჩელსის" წინააღმდეგ და გულშემატკივრების მხარდაჭერამ ვან გაალის მიმართ, ძალიან უცნაური ატმოსფერო შექმნა "ოლდ ტრაფორდზე".
ვან გაალს "ნორვიჩთან" მატჩის შემდეგ ურჩიეს, რომ როდესაც გულშემატკივრები საკუთარ გუნდს შეტევისკენ მოუწედებენ - ნიშნავს, რომ მათ მეტი გოლის ხილვა სურთ. ბოლო შეხვედრაში "ჩელსის" წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა გაითვალისწინა გულშემატკივრების მოთხოვნა და გუნდმა შეტევას მიმართა, თუმცა შედეგი არც ისე დამაკმაყოფილებელი გამოდგა. ამის მიუხედავად, მხარდამჭერები კმაყოფილები დარჩნენ, რის გამოც ვან გაალს ტაშით შეეგებენ.
გუნდის შემართება პირველივე წუთიდან ჩანდა, როდესაც ხუან მატამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მოგვიანებით იგივე გაიმეორა ენტონი მარსიალმა. ყველაფერთან ერთად, გუნდის კაპიტანმა, უეინ რუნიმ, რომელმაც "სტოკთან" ვან გაალის გადაწყვეტილებით მატჩი სათადარიგოზე დაიწყო, არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა და შესანიშნავი დარტყმა განახორციელა ტიბო კურტუას კარში, თუმცა უკანასკნელმა შეძლო ბურთის მოგერიება.
ვან გაალმა მხოლოდ ოთხჯერ გამოიყვანა მოედანზე ერთად მატა, მარსიალი, რუნი და ერერა. ამ ოთხიდან სამ შეხვედრაში მათთან ერთად ბასტიანისა და შნეიდერლინის დუეტი თამაშობდა. შედეგად, ჰოლანდიელმა ოთხი დაუმარცხებელი მატჩი მიიღო, რომელშიც არცერთი ბურთი არ გაუშვია, თუმცა ვერც "იუნაიტედმა" შეძლო დაწინაურება.
არავინ არ იტყვის, რომ გასულ ორშაბათს "იუნაიტედს" მომენტები არ ჰქონდა გოლის გასატანად. თითოეული მომენტი, რომელიც გუნდმა შექმნა, პოტენციური გოლი იყო. გაიხსენეთ ერერას მომენტი, რომელზეც ტიბო კურტუამ არაჩვეულებრივი რეაქცია გამოავლინა. ცოტა ხანში, ვილიანის ხელით თამაში მის საჯარიმოში, რომელზეც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
ეს იყო ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი მწვრთნელი ზეწოლისგან ეხსნათ. ეს იყო "ჩელსი", რომელიც დაშინებული იყო საკუთარი თამაშით, მაგრამ მაინც ცდილობდა კარგი თამაში ეჩვენებინა. ახლა დაისმის კითხვა. რამდენად გაუმჯობესდა "იუნაიტედი" და რამდენად იყვნენ ისინი მზად თამაშისთვის?
გადაცემების ოსტატები?
ყველაფრის მიუხედავად, ვან გაალის გუნდი, მხოლოდ მეორეა მიმდინარე სეზონში, რომელმაც ლონდონელების წინააღდეგ ვერ შეძლო დაწინაურება. მათი დომინირება ნათელი იყო ბურთის ფლობით, მაგრამ არა- ანგარიშით. "იუნაიტედმა" ყველაზე მეტი გადაცემები გააკეთა საკუთარ ნახევარზე, ვიდრე სხვა თამაშებში. თუმცა, გადახედეთ მატჩს "სტემფორდ ბრიჯზე", რომელიც აპრილში გაიმართა და აღმოაჩენთ, რომ "მანჩესტერის" გადაცემების სიზუსტე ახლოსაც კი არ არის უკანასკნელ შედეგთან.
ეს შეხვედრა გასულ შეხვედრას ჰგავდა- "იუნაიტედმა" ვერ გაიტანა. ნამდვილად ბევრი მსგავსება იყო ამ მატჩსა და იმ მატჩს შორის, როდესაც "იუნაიტედი" 70–პროცენტიანი ბურთის ფლობით გამოირჩეოდა "ჩელსის" წინააღმდეგ, თუმცა ლონდონელებმა "წითლები" 1-0 დასაჯეს.
მაშინ ერთადერთი გოლი ედენ აზარმა გაიტანა. უკანასკნელ შეხვედრაში კი ნემანია მატიჩმა ვერ შეძლო საკუთარი მომენტის გამოყენება, რომელიც დაღს დაუსვამდა "იუნაიტედს" და მის თავკაცს, ლუი ვან გაალს.
უკანასკნელი მატჩი ვან გაალის მომავალს წყვეტდა. როდესაც ჰოლანდიელი გვირაბიდან გამოვიდა, გულშემატკივრები მას ტაშით შეეგებნენ, თუმცა ბოლო ოცი წუთის დროს გულშემატკივრები სტადიონზე ისევ ახმაურდნენ, როდესაც დაინახეს, რომ ბასტიან შვანშტაიგერმა ბურთი დე ხეას მიმართულებით გაგზავნა.
ყოველგვარი გაუმჯობესების მიუხედავად, "იუნაიტედმა", მხოლოდ ორჯერ მოახერხა ზუსტი დარტყმის განხორციელება. დავიდ დე ხეამ კი ორი სეივი გააკეთა შესვენებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდს ისევ დიდი პრობლემები აქვს შემტევ ხაზზე.
ვან გაალს ორმატჩიანი ულტიმატუმი წაუყენეს, რომელსაც მისი სამსახურის ხსნა შეეძლო. ორივე შეხვედრაში ჰოლანდიელმა მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო და გუნდი ისევ განაგრძობს რვამატჩიან მოუგებელ სერიას. პრემიერ ლიგის ცხრილი კი ასე გამოიყურება: "იუნაიტედს", იმისთვის, რომ ტოპ ოთხეულში შევიდეს, სჭირდება მინიმუმ ხუთი ქულა. თუმცა მათი ფორმის გათვალისწინებით, გუნდი იმაზე უნდა ჯავრობდეს, რომ უკან "სტოკ სიტი" და "ვესტ ჰემი" მოსდევს, რომლებთანაც სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.
ჰოლანდიელის სიტუაციის მსგავსად, "იუნაიტედის" პოზიციაც მერყეობს. "ბოქსინგ დეის" შემდეგ ვან გაალმა განაცხადა: "ვერ ხედავთ, რომ ფეხურთელები ჩემი გულისთვის იბრძვიან?" ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჟოზე მაურინიო უკვე მზად არის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსასვლელად.
წყარო-skysports