თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2015, 15:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1900,
კომენტარები: 4
"იუნაიტედის" წყვილი ორ ნომინაციაზე წარადგინეს
"იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი ნომინანტი გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნი და ვინგერი ჯესი ლინგარდი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ინგლისის წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის ნომინანტები გახდნენ შესაბამისად.

რუნი, რომელიც კლუბსა და ნაკრებში კაპიტანია, ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რამეთუ სერ ბობი ჩარლტონის მიერ დამყარებულ 50–გოლიან შედეგს გადააჭარბა.

30 წლის ფეხბურთელმა 2015 წელს "სამ ლომთა" რიგებში ჩატარებულ რვა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოპოვების საშუალება აქვს. იგივე ჯილდო 2014 წელს მიიღო.

2015 წლის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან:

ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი)
გარი კეჰილი (ჩელსი)
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

ლინგარდი კი, ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელთა გუნდში შესანიშნავად ასპარეზობდა. ვინგერმა სამი მატჩი ჩაატარა ტურნირზე და შვედეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა, მოგვიანებით კი გერმანელთა კარიც აიღო.

23 წლის ფეხბურთელისთვის კარგი წელი გამოდგა, რადგან მან "იუნაიტედის" რიგებშიც გაიტანა პირველი გოლი ოფიციალურ მატჩში.

2015 წლის ინგლისის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან:

ჯეკ ბუტლანდი (სტოკ სიტი)
კარლ ჯენკინსონი (ვესტ ჰემი)
ჯეიმს უორდ-ფრაუზი (საუთჰემპტონი)
ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ნათან რედმონდი (ნორვიჩ სიტი)

ხმის მიცემა 2016 წლის 3 იანვარს შეწყდება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 დეკემბერი 2015 15:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი აზრით, რუნის ყველაზე მეტი შანსი აქვს. აქ ნაკრებში ჩატარებული მატჩები ითვლება და არა საკლუბო, ამიტომ რეკორდის მოხსნის გამო ეზრდება შანსი. იმდენად კარგი თამაში არ უჩვენებია, რამდენადაც "შედეგი".

და კეინს არ უწყობდა ასაკი ხელს, რომ მეორე ნომინაციაზეც ყოფილიყო? რამდენადაც მახსოვს, მაგ ტურნირზე თვითონაც ითამაშა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2015 16:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლო 10 მატჩში 8 გოლი შეაგდო მგონი ნაკრებში მარა ვაი მაგ გოლებს winked

ბუტლანდი ალბათ უკონკურენტოა თუ კლუბის თამაშები ითვლება
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 დეკემბერი 2015 16:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სავარაუდოდ რუნი აიღებს ამ ჯილდოს, ლინგარდის კონკურენტი კი ბუტლანდიი მგონია.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 დეკემბერი 2015 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნის რეკორდია გასათვალისწინებელი რა თქმა უნდა, თორე თამაშით რომ ვერ დაიკვეხნის ამ წელს ეს ფაქტია. ლინგარდსაც აქვს შანსები, მაგრამ მისი გამარჯვების შანსი ალბათ ცოტაა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top