კრის სმოლინგი მთავარი მწვრთნელის შესახებ.
კრის სმოლინგი აცხადებს, რომ იგი და მისი თანაგუნდელები მწვრთნელისა და საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან.
ჰოლანდიელი სპეციალისტის მდგომარეობა ბოლო კვირებში დამძიმდა, რადგან მისი გუნდი ზედიზედ რვა მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს გამარჯვებას, თუმცა მატჩის სანახაობრივი მხარე "ჩელსისთან" შეხვედრაში უკეთესი იყო.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში შვიდი უგოლო მატჩი ჩაატარა, მეოთხე ადგილამდე კი ამჟამად ოთხი ქულა აშორებს, თუმცა ვან გაალი წასვლას არ აპირებს.
"იუნაიტედის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები იანვრის სატრანსფერო გეგმებზე, სმოლინგს კი მიაჩნია, რომ ეს გუნდს გარდატეხის შეტანაში დაეხმარება.
"იმის თქმა, რომ მწვრთნელისთვის არ ვიბრძვით, სისულელეა. სხვა თუ არაფერი, ჩვენი მომავლისთვის ვთამაშობთ, ამიტომ არავის აქვს მწვრთნელისთვის უთამაშებოლობის მიზეზი.
ყოველკვირა მოედანზე გასვლა და სხვებისთვის იმის ჩვენება გვინდა, თუ რამდენად კარგი გუნდი ვართ.
სულერთია, ცუდი მდგომარეობა გვაქვს თუ კარგი, ეს კლუბი ყოველთვის ძლიერია, ვარჯიშზე ბევრს მუშაობს და ერთმანეთის თანადგომაში რწმუნდება, მით უმეტეს "სტოკთან" მარცხის შემდეგ, ასე რომ, "ჩელსის" წინააღმდეგ ფეხზე დავდექით და ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი გვყავდა, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ", - განაცხადა სმოლინგმა.
"ბოქსინგ დეიზე" "სტოკის" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ვან გაალი გუნდის სქემაში ცვლილებებს შეიტანდა, მაგრამ სმოლინგი აცხადებს, რომ მწვრთნელს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
"არა, ის მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც პირველად ვნახეთ.
შეცვლას არც აპირებს და ამიტომ მიაღწია წარმატებას წლების განმავლობაში. არა მგონია, შესაცვლელი მიზეზი ჰქონდეს, რადგან მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს".ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ამბობს, რომ მის თანაგუნდელებთან ერთად მასაც ძალიან სჭირდება გამარჯვება და ამას ორშაბათს "სუონსისთან" მატჩში შეეცდება.
"ეს გამარჯვება გვჭირდება, რადგან სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლა გვინდა, როცა ისე დომინირებ მატჩებში, როგორც "ჩელსისთან", გამარჯვება უნდა შეგეძლოს, მაგრამ ამისგან პოზიტივს მივიღებთ და დავრწმუნდებით, რომ მომდევნო კვირაში გამარჯვებას მოვიპოვებთ.
იმედი მაქვს, ახლა ეს ცოტა ბიძგს მოგვცემს და კარგად ვითამაშებთ", - დაასრულა კრისმა.
წყარო:
skysports