"მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდის მეკარე ჯოელ კასტრო პერეირა "როჩდეილიდან" "წითელი ეშმაკების" რიგებში დაბრუნდა.
პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ერთი თვე გაატარა პირველი ლიგის კლუბში და ბოლო მატჩი ორშაბათს "სკანთორპ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 1-1 დასრულდა. საერთო ჯამში, "როჩდეილის" რიგებში რვა მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაუშვა.
"როჩდეილის" ვებ-გვერდმა პერეირას მადლობა გადაუხადა: "ჯოელს მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ".
პერეირას "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშის საშუალება 4 იანვარს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩში მიეცემა.