მორგან შნეიდერლინი აცხადებს, რომ "ჩელსისთან" დაპირისპირებაში "იუნაიტედის" გულშემატკივარი ფეხბურთელების შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ, მაგრამ მატჩის შედეგი მაინც სამწუხაროა.
“ჩვენ ვისაუბრეთ თამაშამდე და ვთქვით, რომ უნდა ვყოფილიყავით აგრესიულები, თამამად გადაგვედგა ნაბიჯები და წავსულიყავით შეტევაში. ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ ლამაზ და მიმზიდველ ფეხბურთს. მოვახერხეთ და შევქმენით ბრწყინვალე მომენტები, მე ვფიქრობ ეს იყო კარგი თამაში.“
კიდევ რის გაკეთება შეგვეძლო დღეს? უბრალოდ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა და შემდეგ ამ ანგარიშზე გვეთამაშა, მაგრამ დაძინება რთული იქნება, რადგან ვერ გავიმარჯვეთ.
“ვიცით, რომ თუ ჩვენ გავაუმჯობესებთ სეზონის პირველ ნაწილს, გავიტანთ უფრო მეტ გოლს და ვიქნებით უფრო ძლიერები დაცვაში, როგორებიც ვიყავით ადრე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დასრულებული არაფერია, წინ კიდევ 5 თვეა, სეზონის მეორე ნაწილი. უნდა ვიყოთ თავდაჯერებულნი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ "მანჩესტერ იუნაიტედი", ერთ-ერთი უდიდესი გუნდი მსოფლიოში.“