ხმა მიეცით დეკემბრის თვის საუკეთესი ფეხბურთელს.
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დეკემბერი ცუდი თვე გამოდგა, რადგან გუნდმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 ქულა აიღო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
"წითლებმა" ვერ მოახერხეს იმავე თამაშის ჩვენება, რომელმაც გუნდს პრემიერ ლიგის პირველ ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა, თუმცა "ჩელსისთან" გამართული წლის ბოლო შეხვედრა შედარებით უკეთესი გამოდგა.
ენტონი მარსიალი კი 2015 წლის ბოლო თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ყველაზე რეალური კანდიდატია. ახალგაზრდა ფრანგმა, რომელსაც ახლახანს 20 წელი შეუსრულდა, გუნდის მიერ გატანილი ოთხი გოლის ნახევარი გაიტანა "ვოლფსბურგისა" და "ნორვიჩ" სიტის წინააღმდეგ. თავისი შემტევი უნარებითა და ტექნიკით მარსიალი ყველაფერის აკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდეს.
კრის სმოლინგი თვის საუკეთესო ფეხბურთელობის კიდევ ერთი კანდიდატია და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ბოლო დროს უფრო მეტ გოლს უშვებს, ინგლისელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რაც მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგაც დაამტკიცა. "ჩელსი" ფორვარდის გარეშე თამაშობდა და ეს ადგილი ედენ აზარმა დაიკავა, მაგრამ კრისს სისწრაფესთან და პოზიციურ თამაშთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. "ვესტ ჰემისა" და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ კი გუნდი კაპიტნის რანგში გაიყვანა.
მესამე კანდიდატია
დეილი ბლინდი, რომელმაც დეკემბერში გამართულ შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მარცხენა და ცენტრალური მცველის როლი მოირგო. მისი საჭიროება ტრავმიანობის ფონზე კიდევ უფრო მტკიცდება, მისი გონება და ხედვა კი ამტკიცებს, თუ რატომ ხვდება თერთმეტეულში რეგულარულად.
ხმის მიცემა