ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ტიერი ანრი ლუი ვან გაალს კვლავ აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი თავის გუნდს სათანადოდ არ იცნობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ორშაბათს ზედიზედ მერვე შეხვედრა დაასრულა მოუგებლად, ანრიმ კი წლის ბოლოს პირველი წრის მთავარი მოვლენები მომოიხილა და "იუნაიტედსაც" შეეხო.
"არა მგონია, ვან გაალს ამ გუნდში ნაპერწკლის გაღვივება შეეძლოს. მას ბევრი მოუგია, გამოცდილია, ყველაფერი აქვს. მაგრამ იცნობს კი გუნდს კარგად? იცის, ვინ უნდა ათამაშოს?
ახლა ძალიან ხისტები, პროგნოზირებადები არიან, ეს კი არ არის "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ვიცნობ. ისინი გოლებსა და სიმწვავეს ეძებდნენ და ენტონი მარსიალის სახით მიიღეს. მან გაიტანა გოლები, უცებ კი მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა, მომდევნო დღეს მარჯვენაზე.
ეშლი იანგი ერთ დღეს მარცხენა ვინგერია, მეორე დღეს მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა მცველი. როხო იწყებს, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ვეღარ იწყებს და შემდეგ ისევ ბრუნდება. დეილი ბლინდი საჭირო კაცია, მერე კი აღარ არის საჭირო კაცი. ვფიქრობ, გუნდს არ იცნობს, ფეხბურთელებს აღარ ენდობა.
ისინი უნდა იქცნენ ისეთ "იუნაიტედად", რომელსაც ვიცნობთ", - განაცხადა ფრანგმა.