თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2015, 11:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 6
ერერა: "უკვე აღნიშვნას ვაპირებდი"
ანდერ ერერა გამოუყენებელ მომენტზე საუბრობს.
ერერა:
ანდერ ერერა აცხადებს, რომ უკვე მზად იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლი აღენიშნა, როცა ტიბო კურტუამ მსოფლიო კლასის სეივი განახორციელა.

ესპანელმა ნახევარმცველმა ენტონი მარსიალის ჩაწოდებული ბელგიელი მეკარის კარში გადაგზავნა, თუმცა კურტუამ ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა.

საბოლოოდ, "იუნაიტედმა" გოლი ვერ გაიტანა და მატჩი 0-0 დასრულდა.

"ვფიქრობ, ფეხი სწორად დავარტყი. კარგ პოზიციაზე ვიყავი. ენტონის ჩაწოდება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო, ამიტომ არ ვიცოდი, ასპილიკუეტა ბურთს შეეხებოდა თუ არა.

არ ვიცი, რა მოხდა, მართლა. აღნიშვნას ვაპირებდი და უცებ დავინახე, რომ ბურთი კარში არ შესულა. ამიტომ ახლა წუწუნს აზრი არ აქვს. დღეს ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ არასაკმარისად კარგი. ბედნიერები ვერ ვიქნებით, მაგრამ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რაც დღეს გავაკეთეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ, მატჩებს უნდა ვიგებდეთ, მაგრამ თამაშით სწორედ ასე უნდა ვთამაშობდეთ",
- განაცხადა ბასკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა ორი დღით ადრე ჩაატარა თავიანთი მატჩები, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლისთვის ძალები მაინც ჰყოფნიდათ.

"მიუხედავად სიტუაციისა, "ჩელსი" მაინც კარგი მოწინააღმდეგეა. ისინი ძალიან, ძალიან ძლიერები არიან და ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. დიდი ენერგია და ვნება გამოვავლინეთ, რათა გვეთამაშა ისე, როგორც უნდა ვთამაშობდეთ, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია, მოედანზე უნდა ილაპარაკო და გულშემატკივარს სიამაყის საფუძველი მისცე.

პრემიერ ლიგა ყოველთვის გაძლევს მაღალი ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას და დღეს ეს ვაჩვენეთ. ბოლო 20 წუთში გონება უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ფეხები და ფიქრობ, რომ მეტი შრომა აღარ შეგიძლია, მაგრამ ახლა რამდენიმე დღე გვაქვს ფორმის აღსადგენად და საბრძოლველად",
- დაასრულა ერერამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2015 11:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს არა, მაგრამ მატას ძელი მართლა გოლი მეგონა და აღვნიშნე კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
29 დეკემბერი 2015 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Guardiolam winaswar shetanxmebas miagwiao sitistan da ramdenad martalia neta...?

Da tu martla egrea mashin drois dakargva agar girs da mou unda moviyvanot...!
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 დეკემბერი 2015 12:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მოედანზე უნდა ილაპარაკო და გულშემატკივარს სიამაყის საფუძველი მისცე ❤❤

თქვენი არ ვიცი მაგრამ, მე ნამდვილად მგონია, რომ ამ ფეხბურთელს ყველაზე მეტად უყვარს იუნაიტედი ❤❤
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 დეკემბერი 2015 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა საოცარი ბურთი აიღო კურტუამ, მაგრამ არც დე ხეამ დააკლო winked
0
№5
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2015 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
2 მეტრიდან გატანას როდის ისწავლიან ნეტა winked
0
№6
ავტორი: dachi_mu
29 დეკემბერი 2015 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ჩვენს გარდა ყველამ მოუგო ჩელსის სახლში თუ გასვლაზე.. ჩვენ კიდევ რა კმაყოფილებბი ვართ ამ ფრით :) ჰიდინკმა ითამაშა ფრეზე და დადო კიდეც ფრე :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top