ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "ჩელსისთან" ფრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს.
"იუნაიტედს" უკვე რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ჰოლანდიელ სპეციალისტზე ზეწოლას ზრდის, მაგრამ ვან გაალი ამის მიუხედავად არ აპირებს კლუბის დატოვებას.
"როცა ასეთი ზეწოლის ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შეუძლიათ ასეთი თამაშის ჩვენება, გადადგომის მიზეზს ვერ ვხედავ.
შესაძლოა, მედიას სურს, რომ ასე მოვიქცე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ.
მე მაქვს კონტრაქტი, ამიტომ არ დგას დარჩენის საკითხი, კითხვა მხოლოდ კონტრაქტის ვადის ამოწურვაშია", – განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდეგ.
ჰოლანდიელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია გულშემატკივართა გულების მოგება, თუკი ფეხბურთელები გაუმჯობესების ნიშნებს აჩვენებენ.
"მწვრთნელობის პირველ წელს გაცილებით რთულ ვითარებაში ვიყავი, რადგან გულშემატკივარი ყოველკვირა მისტვენდა, შემდეგ კი პირველივე წელს უეფა–ს თასი მოვიგე. სტვენაც შეწყდა.
აქ ტაშს ჯერ კიდევ მიკრავენ, ყველა არა, ეს დავინახე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს. ამის შემდეგ გულშემატკივარიც დაკმაყოფილდება".