"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ მის თანაგუნდელებს უპატივცემულოდ ექცევიან, როცა მათ ვან გაალისადმი თანადგომის გამოუხატველობას აბრალებენ.
ვან გაალი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან მისმა გუნდმა ზედიზედ მე–7 შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვება.
კერიკი კი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები კრიტიკას იმსახურებენ ცუდი თამაშის გამო, მაგრამ არა იმისთვის, რომ თითქოს მოედანზე ყველაფერს არ იღებენ.
"საკუთარი თავითა და ჩემი თამაშით ამაყი ვარ და უპატივცემულობაა, რომ ხალხი ამბობს, თითქოს მწვრთნელისთვის არ ვიბრძოდეთ.
ეს შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რადგან ასეთი ადამიანები არ ვართ.
მატჩებს ვერ ვიგებთ და სამართლიანი იქნება, თუ ხალხი მოედანზე ცუდი თამაშის გამო გაგვაკრიტიკებს.
მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმის თქმა, თითქოს არ ვცდილობთ, უპატივცემულობაა და შეურაცხყოფას გვაყენებს.
ჩვენ უდიდეს კლუბში ვთამაშობთ, რომელიც განსაკუთრებულია. ეს საკუთარი თავის, კლუბისა და ყველას სიამაყეა, თანაგუნდელებისა და შტაბისთვისაც".
კერიკი ასევე ამბობს, რომ "იუნაიტედი" წარუმატებელი სერიის დასრულებას ორშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ეცდება. "საშინელი სერია, საშინელი გრძნობაა. ყველასთვის სამწუხაროა. შედეგი, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, უბრალოდ ძალიან ცუდია. ამას ვერ დავმალავთ, ამის დამალვას არც ვაპირებთ. აი ასე და ახლა უკეთესები უნდა ვიყოთ.
უბრალოდ უნდა ვეცადოთ და ყველაფერი ორშაბათს გამოვასწოროთ, ეს არის ერთადერთი გზა".