ნემანია მატიჩი აღნიშნავს, რომ "ჩელსი" არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" აუცილებლად გამარჯვებას უნდა ელოდეს.
"ჩელსიცა" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ცუდ ვითარებაში იმყოფებიან მიმდინარე სეზონში, რამეთუ "ლურჯები" ამჟამად მე-15 ადგილს იკავებენ, ხოლო "წითლები" მეექვსეს.
ბოლო ტურის მატჩში გუს ჰიდინკის გუნდმა "სტემფორდ ბრიჯზე" 2-2 ითამაშა "უოტფორდის" წინააღმდეგ, ხოლო "იუნაიტედმა" 2-0 წააგო "სტოკთან".
"ოლდ ტრაფორდზე" კი დღეს ორი ჰოლანდიელი სპეციალისტის დაპირისპირება შედგება.
"ახლა უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე "იუნაიტედი". ისინი მეექვსეზე იმყოფებიან, ჩვენ კი მე-15-ზე და ვერ ვიტყვით, რომ მენტალურად უკეთესად ვგრძნობთ თავს, ვიდრე ისინი.
რა თქმა უნდა, როცა აგებ ზედიზედ ოთხ მატჩს, ცუდია და შესაძლოა, ამით უნდა ვისარგებლოთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათაც სურთ გამარჯვება და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ისინიც ფიქრობენ, რომ მეექვსეზე ყოფნას არ იმსახურებენ, ამიტომ ყველაფერს უნდა ველოდეთ", - განაცხადა სერბმა ფეხბურთელმა.