ნამდვილი ჩემპიონისა და გამარჯვებისთვის დაბადებული ნემანია ვიდიჩისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში კლდეს წარმოადგენდა "იუნაიტედის" დაცვაში, სამი სეზონის განმავლობაში კაპიტანს, "ჩელსისთან" დაპირისპირება ყველა დროის უდიდეს გამოწვევად რჩება.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული როგორც თვითონ ამბობს "ცხრა მშვენიერი წლის" განმავლობაში სერბმა "ლურჯების" წინააღმდეგ 17 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 2007 წლის ასოციაციის თასისა და 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩებიც. მისი წვლილი კი ამ მატჩებში უდიდესი იყო, რადგან ნემანია "იუნაიტედს" მესამე ევროპული გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
"იუნაიტედის" ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ორშაბათს სრული სახით გამოვა, ვიდიჩმა "ლუჟნიკის სტადიონზე" შემდგარი მოსკოვური საღამო გაიხსენა.
"მოსკოვი ჩემი კარიერის მოვლენა იყო. ევროთასის მოგება ქალაქში, სადაც მიცხოვრია, სტადიონზე, სადაც მითამაშია და წინააღმდეგ გუნდისა, რომელიც ჩვენი უდიდესი კონკურენტია, დაუჯერებელი მომენტია. მას შემდეგ ხალხს არაერთხელ უკითხავს ჩემთვის იმ მატჩის შესახებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არასდროს მიყურებია მისთვის . მირჩევნია მოგონებები ჩემთვის დავიტოვო. მე იქ ვიყავი, იმ მატჩში ვითამაშე... ტელევიზორით ამის ნახვა არ მჭირდება.
მახსოვს, ფეხბურთელები დიდიე დროგბას ირგვლივ დარბოდნენ, როცა იგი გააძევეს. ჩემთვის გარტყმა სცადა, აღელვებული იყო. კიდევ მახსოვს პენალტი, ჯონ ტერის აცილება და ედვინის სეივი ნიკოლა ანელკას დარტყმულის შემდეგ. შემდეგ კი "იუნაიტედის" ათასობით ფანი ზეიმობდა წვიმაში.
ეს "იუნაიტედის" სტილში, დრამატულ პირობებში მოვიგეთ. ჩემამდელმა თაობამაც ასევე მოიგო ბარსელონაში. 1968 წელს კი მატჩი დამატებით დროში გადავიდა. "იუნაიტედი" არ იმარჯვეს ადვილად, ის "იუნაიტედურად" იმარჯვებს. საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იყო".
ვიდიჩი ამბობს, რომ "ჩელსისთან" მისი ყოფილი გუნდის დაპირისპირებას ტელევიზიით უყურებს, თუ "ინტერში" არსებული განრიგი ამის საშუალებას მისცემს. მაგრამ რას ფიქრობს სერბი ბოლო დროინდელ ამბებზე?
"ჩელსი" ძალიან რთულ ვითარებაშია, რაც მაკვირვებს. კარგად ვერ თამაშობენ, მაგრამ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. "იუნაიტედი" უკეთეს მდგომარეობაშია და ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. "იუნაიტედი" არ თამაშობს ისეთ შემტევ ფეხბურთს, რომელსაც მივეჩვიეთ, მაგრამ ბურთს კარგად ფლობს. თუ ჩემი პირობები საშუალებას მომცემს, თამაშს ვუყურებ".