გთავაზობთ ფენტეზის ლიგის შედეგებს, საუკეთესო გუნდებსა და სხვა საინტერესო სიახლეებს.
პრემიერ ლიგა გახურდა და როგორც ყოველთვის უამრავ საინტერესო და დაძაბულ მატჩებს გვთავაზობს, ამ მხრივ გამონაკლისი არც Boxing Day ყოფილა, სადაც ბევრი კარგი შეხვედრა ჩატარდა და ლამაზი გოლებიც გავიდა. დაძაბული ბრძოლა გრძელდება Redarmy.ge-ს ფენტეზი ლიგაში, სადაც კვლავ უამრავი ცვლილება ხდება და ყოველი ტურის შემდეგ ახალ-ახალი ლიდერები გვევლინებიან. შემოგთავაზებთ ათეულს, რომელიც ამ დროისთვის ლიდერობს Redarmy.ge-ს ლიგას:
ტურის საუკეთესო მექულე, ლევან გრიგალაშვილი გახლავთ, რომელმაც გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შემდეგ 80 ქულა დააგროვა. ლევანი ამჟამად 73-ე პოზიციაზეა, ეს კი მისი რჩეული თერთმეტეულია:
ყოველი ტურის შემდეგ დაიდება ანალოგიური სტატია, სადაც საუკეთესო ათეულისა და ტურის საუკეთესო გუნდის სურათი იქნება. ამასთან, მოდი ვნახოთ, ის თერთმეტეული, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა და "ოცნების გუნდის" სახელითაა ცნობილი:
ტურის საუკეთესო მოთამაშედ დე ბრუინე დასახელდა, რომელმაც "სანდერლენდის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, ამისთვის მან 16 ქულა დაიმსახურა.
აქვე მინდა გაგაფრთხილოთ და გაცნობოთ, რომ თუკი თქვენ გყავთ მოთამაშე, რომელსაც ნარინჯისფერი ან წითელი უჯრა უნთია, მოერიდეთ მის ძირითადში დაყენებას, რადგან მათი თამაში საეჭვოა. ასეთები კი არიან:
პრემიერ ლიგის მე-19 ტური 28-29-30 დეკემბერს გაიმართება. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" დაუპირისპირდება და ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ გამარჯვების მოპოვებას ეცდება.