პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-19 ტური
თარიღი: ორშაბათი, 28 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, ლინგარდი, ვალენსია, როხო.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დარმიანი
განაცხადი: De Gea, Romero, Varela, Darmian, Borthwick-Jackson, Smalling, Jones, Blind, McNair, Schneiderlin, Schweinsteiger, Carrick, Herrera, Fellaini, Depay, Powell, Mata, Young, Pereira, Martial, Rooney.
ბასტიან შვაინშტაიგერმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და "ჩელსისთან" თამაშს შეძლებს, მის გარდა კი მატეო დარმიანსაც შეუძლია თამაში, რომლის შესახებ ვან გაალმა განაცხადა, რომ ტრავმას ლონდონელებთან მატჩისთვის მოირჩენდა.
"ჩელსი"
ტრავმირებულები: ფალკაო
დისკვალიფიკაცია: კოშტა (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Courtois, Begovic, Ivanovic, Fabregas, Zouma, Rahman, Ramires, Oscar, Falcao, Hazard, Mikel, Traore, Kenedy, Pedro, Remy, Matic, Willian, Cahill, Terry, Blackman, Azpilicueta, Loftus-Cheek, Djilobodji.
"ჩელსის" დახმარებას ვერ შეძლებს დიეგო კოშტა, რომელმაც "უოტფორდთან" მატჩში სეზონის მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო. დიდი ხანია ტრავმირებულია რადამელ ფალკაო./center]
[center]
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 29 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-ფ-წ-წ-წ
"იუნაიტედი" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში დამარცხდა, რაც 1961 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგო – 4 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.
კლუბი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ყველა ტურნირზე კი ბოლო 7 შეხვედრაში ვერ ახერხებს გამარჯვებას.
მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდი საშუალოდ ერთ მატჩში 1.22 გოლს იტანს. 1989–90 წლების შემდეგ, როცა იგივე მაჩვენებელი 1.21–ს უტოლდებოდა, ეს ყველაზე ცუდი შედეგია.
თუმცა "იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე გაშვებული გოლების სიმცირის მიხედვით პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს – 3 გოლი. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ბოლო 8 საშინაო მატჩში "იუნაიტედმა" 6–ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
კალენდარული წლის ბოლო მატჩში "იუნაიტედს" 2012, 2013 და 2014 წელს გოლი არ გაუშვია.
"ჩელსი"
მე–15 ადგილი, 19 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-წ-წ-მ-ფ
"ჩელსის" შანსი ექნება, მიმდინარე სეზონში პირველად დაასრულოს წაუგებლად ზედიზედ სამი მატჩი.
"ლურჯებმა" სტუმრად შესაძლო 27 ქულიდან მხოლოდ 5 აიღეს.
"ჩელსი" გასვლით შეხვედრებში აგვისტოს შემდეგ ვერ იმარჯვებს. უკანასკნელად მან "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხა.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში "ჩელსიმ" მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
გუს ჰიდინკმა ლუი ვან გაალის გუნდის წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო სამი მატჩი მოიგო, როცა მისი პსვ 2005/06 წლების სეზონში "აზ ალკმაარს" ხვდებოდა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი – 7 გოლი (2 ლიგაში), მარსიალი – 7 გოლი (5 ლიგაში).
უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდეს. ახლა მეორე ადგილს დენის ლოუსთან იყოფს, წინ კი ბობი ჩარლტონია (249 გოლი).
"ჩელსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში რუნიმ 6 გოლი გაიტანა, როცა სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა.
თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ჩელსი"
წამყვანი ბომბარდირები: ვილიანი - 7 გოლი (5 ლიგაში).
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 172-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 72-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "ჩელსიმ" 49-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"ჩელსის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 24 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 6-ჯერ იმარჯვა.
"ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო რვა შეხვედრაში არ დამარცხებულა – 5 მოგება, 3 ფრე.
"ჩელსის" "ოლდ ტრაფორდზე" 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული – მეტი, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა გუნდს.
"ლურჯები" პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელსაც "იუნაიტედთან" დადებითი ბალანსი აქვს – 16 მოგება 13 წაგების წინააღმდეგ.
ამ გუნდებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გავიდა.
მოწინააღმდეგეებს შორის ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში მოედნიდან 5 ფეხბურთელი გააძევეს – 3 "ჩელსიდან", 2 "მანჩესტერ იუნაიტედიდან".
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
"ჩელსის" სტადიონი
ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 43 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 16 მოგება, ფრე -17.
"იუნაიტედის" სტადიონი
ლიგა: "იუნაიტედი" - 29 მოგება, "ჩელსი" - 19 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 8 მოგება, "ჩელსი" - 6 მოგება, ფრე - 9.
გასული წლის ანალოგიური მატჩი
"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0 "ჩელსი"
თარიღი: კვირა, 26 ოქტომბერი, 2014
სწრებადობა: 75327
მსაჯი: ფილ დაუდი
გოლის ავტორი "იუნაიტედის" რიგებში: რობინ ვან პერსი 90+4
გოლის ავტორი "ჩელსის" რიგებში: დიდიე დროგბა 53
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა მარტინ ატკინსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა და 91 ყვითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: მაიკლ მულარკი, სტივენ ჩაილდი
სათადარიგო მსაჯი: მაიკ დინი