თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2015, 13:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2911,
კომენტარები: 6
იორკი ფეხბურთელებს აკრიტიკებს
იორკის კრიტიკა ფეხბურთელებსაც შეეხო.
იორკი ფეხბურთელებს აკრიტიკებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დუაით იორკი ფეხბურთელებს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ისინი "იუნაიტედის" დონეს არ შეესაბამებიან.

"სტოკ სიტისთან" მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" მორიგი მატჩი წააგეს, რაც ზედიზედ მეოთხე გამოდგა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" პირველი ტაიმი 2-0 დათმო, ვან გაალმა თამაშში ცვლილებების შესატანად მხოლოდ ორი შეცვლა გამოიყენა და მოედანზე უეინ რუნი და ანდრეას პერეირა გაიყვანა. ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა მატჩში გარდატეხის შეტანა და "წითლები" საბოლოოდ 2-0 დამარცხდნენ.

იორკი ფეხბურთელების დონის მწირ არჩევანს ვან გაალს აბრალებს და ფიქრობს, რომ ჰოლანდიელი არჩევანში შეცდა.

"უნდა ვთქვა, რომ "იუნაიტედის" ყურება მტკივნეული იყო. ეს იყო გუნდი, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლდა.

სათადარიგოთა სკამს დავხედე, ვინმე ხომ ვერ შეძლებდა მატჩის მიმდინარეობის შეცვლას და მხოლოდ რუნი აღმოვაჩინე, რომელსაც რაღაც განსხვავებულის შეძენა შეუძლია გუნდისთვის. სკამი ძალიან მოკლეა და "სტოკმა" დღეს ამით ჩვენზე უპირატესობა მიიღო.

სად არიან ხავიერ ერნანდესის მსგავსი ფეხბურთელები - ოლე გუნარ სოლსკიაერის მსგავსი ფეხბურთელები , რომლებიც სათადარიგოდან შემოვიდოდნენ და მატჩში დაგვაბრუნებენ? როგორც ჩანს, ეს გვაკლია.

მოთამაშეები, ვინც კლუბიდან წასული ფეხბურთელების შესაცვლელად მოვიდნენ, ჩემი აზრით, საკმარისად კარგები არ არიან. ჩემი აზრით, სწორედ ამაში შეცდა მწვრთნელი, იმ ფეხბურთელების ხარისხში, რომლებიც კლუბში მოიყვანა",
- განაცხადა იორკმა.

დაუითმა მემფის დეპაიც გააკრიტიკა, რომლის მიერ დავიდ დე ხეასთვის დაბრუნებული ბურთი ბოიან კრკიჩმა გოლად გარდასახა.

"დეპაის თავური ყველაზე საშინელი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. თვალებს ვერ ვუჯერებდი. "მანჩესტერ იუნაიტედს" არც მონდომება აქვს და არც სიმწვავე".

წყარო: skysports
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2015 13:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ გუნდს თავდაჯერებულობა კი არა ყველაფერი აკლია. ნათელი წერტილი ხო შეიძლება ეძებო და თამაშის დროს იმის ყურებით მაინც მიიღო სიამოვნება, იმენა ყველა უკანპასა გახდა
0
№2
ავტორი: rezimankunia
27 დეკემბერი 2015 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
vincarunda movies mainc armjera amgundis

liverpuli sanatreli gagvixdeba davrchebit milani :) an Milan's rasverchi ixodeba nelnela
0
№3
ავტორი: dachi_mu
27 დეკემბერი 2015 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მითუმეტეს გადაგდრბია რო ფარჩაკი კამანფა შეკრა...ეს ცენზურა გააგრთ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2015 17:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გუშინ პირველად მქონდა შეგრძნება, რომ შანსი არ გვქონდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
27 დეკემბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალ შენით წადი რად გინდა რო გაგატავისუფლონ ძალით
0
№6
ავტორი: temo-scholes
28 დეკემბერი 2015 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
gvian mixvdi dumbo, magram xo ici sjobs gvian vidre arasdros...:) gasagdebia eg ragac gundidan... Manamde normaluri tamashis shansi ar gvaq...!:>
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top