"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დუაით იორკი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალმა შეცდომა დაუშვა, როცა უეინ რუნი "სტოკ სიტისთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
რუნი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როცა "წითლები" უკვე მარცხდებოდნენ 2-0-თ.
შედეგმა კიდევ უფრო გაზარდა ვან გაალზე ზეწოლა, იორკს კი მიაჩნია, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება მცდარი იყო.
"შენი თილისმის, შენი კაპიტნის გამოტოვება ყელაზე რთულ სიტუაციაში; ის არის ადამიანი, ვისაც აქვს გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ თამაშობს, უბრალოდ ვიგრძენი, რომ ლუი ვან გაალი ამ მატჩშიც შეცდა.
უბრალოდ ცუდი დრო შეარჩია. უაზას გამოტოვებისთვის ბევრი შესაძლებლობა იყო და მიმაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა თავისთვის ყველაზე რთულ სიტუაციაში კაპიტნის სათადარიგოზე დატოვებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ვან გაალს დიდი გამოცდილება აქვს და, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მაგრამ დღეს ამით მხოლოდ თვითონ დაზარალდა და ვან გაალის არასწორი ხედვა გამოჩნდა", - აცხადებს იორკი.