თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2015, 21:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2855,
კომენტარები: 10
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალის კომენტარი წაგებული მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბოქსინგ დეიზე" "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩში 2-0 დამარცხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.

ვან გაალი შედეგისა და თამაშის შესახებ: "მე ვფიქრობ, პირველ ტაიმში ფეხბურთის თამაშს ვერ ვბედავდით და ძალიან ცუდი გოლი გავუშვით. ეს მეტისმეტი იყო. მათ ჯარიმიდანაც გაიტანეს და შემდეგ ტაიმი დასრულდა. ერთმანეთს ველაპარაკეთ და უნდა ვთქვა, რომ მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, ჩვენ ერთი თუ ორი შანსი გვქონდა და ეს უნდა გამოიყენო. ეს რომ მომხდარიყო თავდაჯერებულობა დაბრუნდებოდა და მეორე ტაიმი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ თამაშს ვერ ვბედავდით. ეს არის ჩემი ანალიზი".

შემადგენლობის შერჩევაზე: "ფეხბურთელებთან ყოველთვის სამართლიანი ვარ და ვნახე, როგორ ვარჯიშობდნენ, მათ უკეთესად თამაში სურდათ, მაგრამ პირობები რთული იყო. პირობა გაართულა არა მარტო ქარმა, არამედ ფეხბურთელებზე ზეწოლამაც. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომაც ვერ ბედავდნენ ფეხბურთის თამაშს. მეორე ტაიმში ვმარცხდებოდით, ასეთ დროს კი ყველაფერი უფრო ადვილად უნდა გაიღო. სწორედ ეს გავაკეთეთ ჩვენ".

არის თუ არა ვან გაალი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთელების მოტოვირება შეუძლია: "ახლა ეს საკითხავია, ვცადე, მაგრამ ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება ზეწოლა. ახლა ეს არის პრობლემა. ეს უფრო რთულია, რადგან ამ წაგებულ ოთხ მატჩში მეც მიმიძღვის ბრალი, ამიტომ ხალხი მეც მაკვირდება და ამას უნდა გავუმკლავდე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელები უნდა გაუმკლავდნენ ამას, რადგან ისინი ასრულებენ".

მატჩის წინა პრესკონფერენციისა და შეტყობინების შესახებ:
"ჩემი შეტყობინება იმაში მდგომარეობდა, რომ მედია წერს და ამბობს იმას, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" არ ხდება. ეს იყო ჩემი შეტყობინება და არა ის, რომ მე დაზარალებული ვარ".

ვან გაალი "ჩელსისთან" მომდევნო მატჩსაც შეეხო: "შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დამარცხებისთვის შურს "ჩელსისთან" ვიძიებთ, მაგრამ შუალედში ფეხბურთელებმა ფორმის აღდგენა უნდა მოახერხონ, რადგან მათ ყველაფერი დათმეს და ასეთ დროს უნდა დარწმუნდე, რომ მატჩის დასაწყებად თავდაჯერებული ხარ და ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ გამბედაობა გყოფნის - ჩვენი ფეხბურთის! ორ დღეში ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით".
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
26 დეკემბერი 2015 21:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
წადი შენი დედა მოვ***!!!
0
№2
ავტორი: Count Alucard
26 დეკემბერი 2015 21:44
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სირცხვილია უკვე ზედიზედ 4 წაგება... ჩელსისთან ფრეზე მეტს არაფერს ველი.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2015 21:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვერ გაბედვა მართლა ეტყობოდათ, მაგრამ ეგ არაფრით არ გვამართლებს. მარტივად რომ ვთქვათ, ცუდად ვითამაშეთ და მორჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 დეკემბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დამარცხებისთვის შურს "ჩელსისთან"-ჩელსისთან თუ არა სოუნსთან, სოუნსთან თუ არა შეფილდთან და ესე რააა areyoukiddingme

წადი ვან გაალ წადი რააა. შენც დაისვენებ და ჩვენც derpwhy
0
№5
ავტორი: GeorgeBest
26 დეკემბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ გააქვს ამ გუნდს გოლი რაღც საოცარი ეპიზოდების წყალობით და რომელ ცუდ გოლზე ამბობს. კიდე გადავრჩით ფეხი რ უცურავდათ თორე მიაყოლებდნენ ერთს

როგორც წესი ფელაინის გააქვს ხოლმე. მოუქნელი ხეა მაგრამ საჯარიმოში სულ კარგად მოქმედებს, ნუ უმეტესად მაინც, დღეს სხვაგან იყო ტიპი. ორი ისეთი მომენტი დაუდეს გამაზვა უფრო რთული იყო
0
№6
ავტორი: fridoni
26 დეკემბერი 2015 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მენატრება ის გუნდი რომელსაც ბავშობიდან ვუყურებდი... ბატებივით დავრბივართ და ბოლოს მწვრთნელს ვტენით...მე ვფიქრობ შეცდომა ტრანსფერები უფროა ვიდრე მწვრთნელი. ჩვენ გვჭირდება ვინმე ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს ასეთი შეიძლება მემფისი იყოს მაგრამ ვერ ბედავს და ეშინია...უბრალოდ არასწორია როცა ყველაფერს ამ კაცს ვტენით, ბოლო-ბოლო ფეხბურთელებმა გაანძრიონ ცენზურა და ითამაშონ...
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 დეკემბერი 2015 23:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვან გაალს რო ნამუსი ქონოდა, ამ პრესკონფერენციაზე იტყოდა რო ვტოვებ მანჩესტერ იუნაიტედსო, მარა სადაააა ნამუსი და კაი ცხოვრება.
0
№8
ავტორი: The Special One
26 დეკემბერი 2015 23:26
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
fridoni,
არ არის ეგრე.ფეხბურთელი თავის თავზე თამაშს ვერ აიღებს თუ მწვრთნელმა არ დაავალა,ფეხბურთელებმაც თქვეს რომ შეცდომას არ გვპატიობსო და იმ ბლოკნოტში იწერს იმასაც როცა არაზუსტ პასს გააკეთებს.სწორედ მაგიტომ არ თამაშობენ გაბედულად შეცდომის დაშვების ეშინიათ.არის მარსიალი რომელსაც შეგიძლია დაავალო რომ სულ კარებში ურტყას, წინ გაიქცეს,მაგრამ არა ეს მწვრთნელის დავალებაა ვითომ "გუნდური თამაში" და "დომინირება".ეს კიდე ამ ფილოსოფოსას არ ესმის რომ არაა სწორი.

გახსოვთ მარსიალი ახალი მოსული რო იყო სულ წინ რო გარბოდა ხოლმე?ეხლა კიდე ისწავლა ინგლისური და ეგეც "უკან პასა" გახადა ამ დიშლამ.

სანამ არ მოვა გვარდიოლა ან ვინმე მაღალი დონის მწვრთნელი სულ რო მესი ვიყიდოთ არაფერი გვეშველება.მესი რო ბარსაშია ენრიკე თავისუფლებას აძლევს იმიტო რო იცის რო შეუძლია 3-4 კაცის მოტყუება და გოლის გატანა,იგივე შეუძლია დეპაის, მარსიალს მაგრამ ფილოსოფოსა ეუბნევა რო სულ პასები გააკეთონ რაც აისახება თამაშში.

მე მაგალითად მინდა რომ გუნდმა ითამაშოს 4-3-3.უბრალოდ მოსაყვანია 2 მაღალი დონის ვინგერი და ერთი გამოცდილი ცენტრალური მცველი რომ სმოლინგს შეუწყვილდეს.

თუ დავაკვირდებით ნახევარდაცვაში 2 ბებერი,,1 ხე, და ერთი ჩემი აზრით საშუალო დონის გუნდის ნახევარმცველი გვყავს.

1(შვაინა;კერიკი)2(ფელაინი)3(ერერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: Mufc7
27 დეკემბერი 2015 02:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სადაა აბა ფეხბურთი?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: AkkRed
28 დეკემბერი 2015 11:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფეხბურთელები რომ მთელი სეზონია ვერ ბედავენ ეგ ვისი ბრალია?

ვინმემ ფერგის წიგნი წააკითხეთ ამ კაცს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top