"ბოქსინგ დეის" არსებობის ისტორიაში საუკეთესო გუნდის შედეგიანობა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" საოცარი დეკემბერი მიმდინარე სეზონში ნამდვილად არ აქვს, მაგრამ გულშემატკივარს შეუძლია "სტოკთან" მატჩს იმედიანად შეხვდეს, რადგან "ბოქსინგ დეის" "წითელი ეშმაკები" წარმატებით ატარებენ.
"ბოქსინგ დეიზე" ჩატარებული მატჩების 55%–ს "იუნაიტედი" გამარჯვებით ასრულებს – ინგლისურ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი. 26 დეკემბერს გუნდმა 91 მატჩი ჩაატარა, 50 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 26 წააგო.
ამ დღეს "იუნაიტედს" 185 გოლი აქვს გატანილი საერთო ჯამში – მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს.
"ბოქსინგ დეიზე" ჩატარებული მატჩების პროცენტული მაჩვენებლით მეორე ადგილს "ოქსფორდ იუნაიტედი" და "ბრაიტონი" იკავებენ. ორივე ამ გუნდს 50%–ანი მოგებათა მაჩვენებელი აქვთ.
საუკეთესო ათეულში მყოფი "ლივერპული" ერთადერთი გუნდია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა პრემიერ ლიგას წარმოადგენს – სია კი შეიცავს კლუბებს, რომელთაც 20 მატჩზე მეტი ჩაატარეს 26 დეკემბერს. "ლივერპულს" 86 მატჩის 45.4% აქვს მოგებული.
ყველაზე ცუდი შედეგი "უიკომბ ვონდერერსს" აქვს – მათ ოცი მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგეს.
"ბოქსინგ დეიზე" ჩატარებულ მატჩებს შორის ყველაზე მეტი გოლი 1935 წელს "ტრანმერ როვერსსა" და "ოლდჰემ ატლეტიკს" შორის მატჩში გავიდა, როცა "პრენტონ პარკზე" 13–4 ანგარიში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი გაშვებული გოლი კი ამ დღეს "ოლდჰემს" აქვს – 155.
გთავაზობთ გუნდების შედეგების პროცენტულ მაჩვენებელს ცხრილის სახით: