თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2015, 15:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 9
ანდრეი კანჩელსკისი: "ვან გაალს ინგლისური ფეხბურთი არ ესმის"
ყოფილმა "მანჩესტერელმა" ვან გაალის მოღვაწეობა შეაფასა
ანდრეი კანჩელსკისი:
ანდრეი კანჩელსკისი, "იუნაიტედისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ვინგერი, ლუი ვან გაალის "მანჩესტერულ" კარიერას უარყოფითად ახასიათებს, თუმცა მისი გათავისუფლების წინააღმდეგია. ანდრეის თქმით, ჰოლანდიელ სპეციალისტს ინგლისური ფეხბურთი არ ესმის და ვერ ხვდება, რომ გუნდს ლიდერი სჭირდება.

"თამაშის იმ სტილის გამო, რომელსაც "იუნაიტედი" იყენებს, იმედგაცრუებული ვარ. ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის დროს, ბევრად უფრო შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით და 4-2-2 ტაქტიკას ვიყენებდით. ვან გაალი ბევრ რამეს განსხვავებულად ხედავს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ასეთ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს. არამგონია, მას ინგლისური ფეხბურთი ესმოდეს. გუნდს ლიდერი სჭირდება, ისეთი, როგორებიც იყვნენ ბრაიან რობსონი, როი კინი, პიტერ შმეიხელი და სხვები, რომლებსაც საჭირო დროს სწორად მოქცევა და ლიდერის თვისებების გამოვლენა შეუძლიათ. ვან გაალი განსხვავებულად ფიქრობს და გუნდის შედეგიც ამის ბრალია."

მიუხედავად ყველაფრისა, ანდრეი თვლის, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელებმა სეზონის ბოლომდე უნდა დატოვონ.
"მას დრო სეზონის ბოლომდე უნდა მისცენ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ. "ჩელსიმ" უკვე მიიღო სულელური გადაწყვეტილება მოურინიოს გაგდებით, "სიტიც" ახლოსაა ანალოგიური შეცდომის დაშვებასთან. "იუნაიტედმა" იგივე არ უნდა გაიმეოროს" - აცხადებს ანდრეი კანჩელსკისი, რომელმაც "იუნაიტედთან" ერთად ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
25 დეკემბერი 2015 15:40
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სეზონის ბოლომდე დატოვების გარდა ყველაფერში გეთანხმები hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: გაბადაძე
25 დეკემბერი 2015 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ლიდერი ნაღდად გვჭირდება რო აიღებს თავის თავზე თამაშს და მაგალითს მისცემს დანარჩენებსაც ისეთ მომენტში როცა ყველაფერი კარგად არ მიდის,ჩემი სუბიექტური აზრია კი მართალია შრეკი ჩვენი კაპიტანია და ბევრი რამ აქვს გაკეთებული მანჩესტერისთვის და ამას არავინ არ დაუკარგავს მაგრამ დღეს დღეობით იმ ლიდერობას ვერ წევს რასაც კაპიტანი ქვია და ლიდერი ეწოდება, ეს მის ფორმასთან დაკავშირებული პრობლემებითაცაა გამოწვეული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 დეკემბერი 2015 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლიდერი წესით რუნი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აბა. ლიდერი კი არა იმას ვნატრულობთ ერთი გოლი როგორმე გაიტანოს areyoukiddingme
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2015 17:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ ესმის სათანადო დონეზე, თორემ გაგებაში არ არისო რომ ვთქვათ, მეტისმეტი იქნება. მაგრამ, საერთო ჯამში ვეთანხმები მის აზრებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Giggsy
25 დეკემბერი 2015 18:13
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
გაბადაძე,
ბაზარი არაა ძმაო ლიდერი ნაღდად უნდა გუნდს და წინ უნდა მიუძღვოდეს და მაგალითის მომცემი უნდა იტოს მარა ამ სვარკაში რომელი ლიდერი ითამაშებს აი შრეკი არი ჩამოყალიბებული ცენტრ ფორვარდი აი ამაზე სრულყოფილს რო ვერ ინატრებდი მარა რათ გინდა? ბურთი მაგას დასარტყამ პოზიციაში არ მისდის აი მითხარი მომენტი შრეკი ერთი ერთზე რო გასულიყო მთლიან სეზონში მაგარი **** ტაქტიკა რომ არის მაგას რათ უნდა თქმა და ამ ტაქტიკაში ისიც მიკვირს მარსიალი როგორ თამაშობს როგორ იტანს ამ გოლებს ან თავად რუნიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2015 19:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიდერი ერთადერთი დაცვას გამოიჩნდა სმოლინგის სახით. გუნდის ლიდერობაზე საუბარი ზედმეტია, არავინაა ისეტი ვინც მძიმე სიტუაციაში მატჩს გადაარჩენს და იმის იმედად იქნები. შვაინა დარბის ხოლმე მარტო საჯარიმოში და ერთადერთია ალბათ რომელიც მოედნის ყველა კუთხეში თავს არ ზოგავს
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 დეკემბერი 2015 21:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ლიდერობა რუნიმ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ჩემი აზრით !
0
№8
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2015 21:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეგეთ უსუსუსრ ფეხბურტს ვტამაშობდ რალიდერი ვინ მოვა აქ რუნი ცუდ ფორმაშია დაუნდა მოუმატოს აცილებლად თორე გათავდა
0
№9
ავტორი: red devil
26 დეკემბერი 2015 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იყოს ისევ ძველი რუნი და თქვენ ნამდვილ ლიდერს ნახავდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top