"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტაილერ ბლეკეტი "სელტიკიდან" დაიბრუნა. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ თავად ფეხბურთლმა უკვე განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება.
ლუი ვან გაალის გუნდის დაცვის ხაზში არსებულმა ტრავმებმა მწვრთნელს ბლეკეტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა.
"სელტიკ პარკზე" გატარებული ოთხი წლის განმავლობაში 21 წლის ინგლისელმა შვიდი მატჩი ჩაატარა შოტლანდიური კლუბის რიგებში და მათგან სამი ევროპის ლიგაზე.
"გმადლობ მოგონებებისთვის, "სელტიკ". აქ გატარებული დროის განმავლობაში ბევრი ვისწავლე. სახლში დაბრუნების დრო დადგა!" – დაწერა ბლეკეტმა თავის "თვითერზე".
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.