"წითელი ეშმაკები" კონკურენტებს გვარდიოლასთვის შეეცილებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის პეპ გვარდიოლას გადაბირებაში "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" კონკურენცია გაუწიოს.
"წითელი ეშმაკების" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი "ბაიერნის" მწვრთნელის გადაბირებას აქტიურად ცდილობს.
ლუი ვან გაალის მდგომარეობა "იუნაიტედში" მყარი არ არის, მაგრამ კლუბი მასთან სეზონის შუა ნაწილში კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს, ამიტომ ზაფხულამდე მოიცდის.
გვარდიოლამ კი თავის მხრივ ერთადერთ პირობად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება წამოაყენა. ესპანელი არ აპირებს ისეთ კლუბში გადასვლას, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
"იუნაიტედი" ამჟამად მეხუთე ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ ბურთების სხვაობა აშორებს. პეპით დაინტერესბული "ჩელსი" კი უარეს მდგომარეობაშია.
დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ერთადერთ რეალურ არჩევნად "სიტი" მოსჩანს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ სეზონის ბოლოს იქნება მიღებული.
"წითელი ეშმაკები" პორტუგალიელი სპეციალისტით, ჟოზე მოურინიოთიც ინტერესდებიან, მაგრამ პირველი არჩევანი პეპ გვარდიოლა იქნება.
The Star-ი კი ირწმუნება, რომ ესპანელს ტრადიციების მქონე კლუბში მუშაობა ურჩევნია და მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტი" ამბიციური კლუბია, "იუნაიტედში" გადასვლას ამჯობინებს.
წყარო:
dailymail