"ვან გაალისთვის მოსაგები მატჩია, მაგრამ არა მგონია, შეძლონ. "სტოკი" კარგი გუნდია და "ბრიტანიაზე" ბევრ გოლს არ უშვებს.
არასდროს მინახავს, "იუნაიტედი" ასეთ ცუდ ფორმაში ყოფილიყო და საქმე იმაში კი არ არის, რომ ასეთ ფორმაში არიან, არამედ იმაში, ვისთან მარცხდებიან. შეიძლება გაიგო, თუ წააგებ "ჩელსისთან", "არსენალთან", "სიტისთან". მაგრამ, ისინი აგებენ "ბორნმუთთან" და "ნორვიჩთან", თუმცა ამ გუნდების შეურაცხყოფას არ ვაპირებ.
საუკეთესო რამ, რასაც შეიძლება "იუნაიტედმა" მიაღწიოს, 1–1 ანგარიშია და ისიც გაჭირვებით. არ მიყვარს, როცა "სტოკის" საშინაო მატჩებში მათ წაგებას ვწინასწარმეტყველებს, რადგან ბევრ "მშრალ" მატჩს ატარებენ, ამიტომ "მეთუნუქეების" მოგებაზე ჩამოვალ".