"იუნაიტედის" გულშემატკივარმა გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა.
ფეხბურთში დრო სწრაფად "მიფრინავს". ეს იმას ნიშნავს, რომ დრო მოვიდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის შემდეგ და მანამ, სანამ ის ხელახლა გაიხსნება გავაანალიზოთ, თუ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს კლუბში დარჩენას და რომელი უნდა გაიყიდოს კლუბის ხელმძღვანელობის მიერ.
წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბში რამდენიმე ახალწვეული მოვიდა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო ერთ–ერთი მათგანის ტრანსფერი გამოდგა. საუბარია ენტონი მარსიალზე, რომლის გადმობარგებაც "ოლდ ტრადორდზე" განხილვის საგანი გახდა, როგორც მედიის წარმომადგენლების, ასევე გულშემატკივართათვის. ეს ყველაფერი კი ახალგაზრდა ფეხბურთელში გადახდილმა უზარმაზარმა თანხამ, £50 მილიონმა განაპირობა.
მარსიალმა მოსვლისთანავე შეძლო მათი დადუმება, ვინც ფიქრობდა, რომ მასში გადახდილი თანხა არ შეესაბამებოდა თამაშის ხარისხს და იგი ტყუილად იქნა გაფლანგული. მომდევნო თვეების განმავლობაში კი კიდევ უფრო წარმოაჩინა მისი პოტენციალი.
თუმცა იგივეს თქმა არ შეგვიძლია მარსიალის ყველა კოლეგაზე. აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს ბურთების გატანა, სწორედ ამიტომაა, რომ ფეხბურთელებმა კლუბს, ბოლოს ჩატარებული 13 მატჩიდან მხოლოდ სამში მოუტანეს გამარჯვება. ამ ყველაფერმა კი დიდი პრობლემები შექმნა. პრემიერ ლიგაში მათი ოთხეულს მიღმა დარჩენა კი ამის ერთ–ერთი მაგალითია.
შესაძლოა თქვენი გაკვირვება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ ასე ერთად დაგროვილი და გაზრდილი წარუმატებლობა ლუი ვან გაალზე გადატყდა და მას დაბრალდა, ის კი უკვე დიდი ხანია მყარი კედლის შექმნას ცდილობს, რომელზეც მომავალში შეძლებს დაყრდნობას.
მოურინიოს წასვლამ "ჩელსიდან", მასთან ერთად კი ჯერ კიდევ მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის გვარდიოლას ხელმისაწვდომობამ, კიდევ უფრო გაზარდა სპეკულაციები ვან გაალის კლუბიდან დათხოვნის შესახებ. იანვრის მოახლოებასთან ერთად კი სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელებთან ერთად სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალოს. ნათელია, რომ "იუანიტედს" ახალი სისხლი სჭირდება!
მოდით, გადავხედოთ კლუბის შემადგენლობას. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მარუან ფელაინის, ნიკ პაუელის ან მარკოს როხოს მომავალი კლუბში? რა ელის უეინ რუნის, თუ ის ისევ განაგრძობს ამდენი შეცდომის დაშვებას? არ იქნება გასაკვირვი, თუ მათ კლუბს დაატოვებინებენ.
მოდით, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გადავხედოთ mirror–ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას და გავიგოთ, თუ რომელი ფეხბურთელების დარჩენა ან გასხვისება სურს გულშემატკივართა უმრავლესობას.
კვლევის შედეგი შემდეგნაირია:
მარსიალის იმედისმომცემმა დასაწყისმა ის ყველაზე სასურველ და სანდო ფეხბურთელად აქცია გულშემატკივართა შორის, ამიტომ ის ლიდერია და გამოკითხულთა 96.4% უჭერს მხარს, რომელსაც თითქმის მსგავსი მაჩვენებლით კრის სმოლინგი და დავიდ დე ხეა მოყვებიან უკან.
იგივე პოპულარობით სარგებლობენ ლუკ შოუ და ანდერ ერერა, მიუხედავად მათ პოზიაციაზე გაზრდილი კონკურენციისა. მათ უკან მოსდევებ მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მატეო დარმიანი. შემდეგია მემფის დეპაი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იმყოფება თავის საუკეთესო კონდიციებში, თუმცა დიდი ალბათობით ის მალე დაბრუნდება.
იდეალურთან მიახლოებული მაჩვენებელი აქვს ხუან მატასა და დეილი ბლინდს. მათ კი დანარჩენები მოყვებიან მარკოს როხოს, მაიკლ კერიკისა და ეშლი იანგთან ერთად. აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედის" კაპიტნის უეინ რუნის კლუბში დარჩენა გულშემატკივართა მხოლოდ 55.6%–ს სურს.
გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივართა შორის ყველაზე ნაკლები პიპულარობით ზემოთ აღნიშნული სამეული საეგებლობს. შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ მათ მიერ კლუბის დატოვების ალბათობა დაბალია.