"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები ლუი ვან გაალს სრულად უჭერენ მხარს, რათა სეზონში გარდატეხა შეიტანონ.
"იუნაიტედს" ზედიზედ ექვს მატჩში არ მოუპოვებია გამარჯვება და პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.
20-გზის ჩემპიონებს სათამაშო სტილის გამო აკრიტიკებენ, ლუი ვან გაალმა ამ საკითხზე საუბრისას პრესკონფერენცია შეწყვიტა.
სქაისპორტსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს კი რუნიმ განაცხადა: "არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც საუბრობს იმაზე, რისი არსებობისაც სჯერათ, მაგრამ არსებობს ხალხიც, რომლებიც წერენ, რომ შტაბს წარმოდგენაც კი არ აქვს, რა ხდება.
ბევრს ვშრომობთ, მწვრთნელთან ერთად ვიბრძვით, რათა სეზონში გარდატეხა შევიტანოთ". ფეხბურთელთან რეგულარულად ვაწყობთ შეხვედრებს. მე, პირველი გუნდის წევრები და მწვრთნელი - ერთად ვშრომობთ და საუკეთესო გადაწყვეტილებას ვეძებთ საფეხბურთო მატჩის მოსაგებად".
ინგლისის საუკეთესო ბომბარდირმა განაცხადა, რომ კრიტიკის ატანა ფეხბურთელებს უჭირთ, მაგრამ განსაკუთრებით მისი ოჯახისთვის არის რთული.
"კარგი არ არის, რა თქმა უნდა, ყოველკვირა, ყოველი მატჩის შემდეგ კრიტიკის მოსმენა. ფეხბურთელებს უჭირთ ამასთან გამკლავება. ჩვენ ამაყი ხალხი ვართ, ჩვენ ვამაყობთ "იუნაიტედში" თამაშით და როცა ყველაფერი ცუდად მიდის, რთული ასატანია.
ყველას გვყავს ოჯახები და ხანდახან არც ჩვენს ოჯახებს მოსწონთ ის, რასაც წერენ, თქვენს ოჯახზეც გამოსცადეთ. ჩემთვის ადვილია გამკლავება, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც მიჩვეულები არ არიან, ამასთან ბრძოლა უჭირთ.
ეს ფეხბურთის ნაწილია. დღევანდელი ფეხბურთელობის ნაწილი ეს არის. ვიცი, ჩემი თამაში უკეთესიც შეიძლება იყოს, ეს ვიცი. გაუმჯობესებისთვის ვმუშაობ და მინდა, გუნდს საუკეთესო მივცე".