თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2015, 13:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 9
დეპაი: "ჩაინიშნეთ ჩემი სიტყვები"
მემფის დეპაი გუნდის მდგომარეობას არ უფრთხის.
დეპაი:
მემფის დეპაი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული მდგომარეობა მის სამომავლო მიზნებზე გავლენას ვერ მაოხდენს.

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ბევრს ვარჯიშობს და მოედანზე თავს კარგად გრძნობს, ამის ხარჯზე კი თანდათან ეჩვევა პრემიერ ლიგას.

ჰოლანდიური ერედივიზიდან ინგლისურ ლიგაში გადასვლის შემდეგ მემფისი ვერ ახერხებს ჩვეული თამაშის ჩვენებას, გარდა "ბრიუგესთან" მატჩში ნაჩვენები შედეგიანობისა, მაგრამ 21 წლის ფეხბურთელი თავდაჯერებულია და ამბიციების მიღწევის იმედი აქვს.

თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მიცემულ ინტერვიუში მემფისმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მანჩესტერში ფეხს იკიდებს.

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა - ეს ჩემი მთავარი მიზანია და ამას ვერ უარვყოფ. დამიჯერეთ, ზეწოლა ვერასდროს შემაჩერებს.

სამწუხაროა. ვიცი, რომ უკეთაც შემიძლია. ჯერ თავი უნდა დავიმკვიდრო და პრემიერ ლიგის ფეხბურთს შევეგუო, ჩემს ინგლისურ ცხოვრებას შევეჩვიო. რა თქმა უნდა, გსურს, ყველაფერი კარგად მიდიოდეს, მაგრამ ხანდახან ასეთი რამ არ ხდება. თუმცა ხელის ჩაქნევა გამოსავალი არ არის".


დეპაი, რომლის შეძენა დადასტურებული ინფრომაციით "ლივერპულსა" და პსჟ-საც სურდათ, როცა იგი პსვ-ში თამაშობდა, აცხადებს, რომ ჰოლანდიურ კლუბსა და "იუნაიტედში" თამაშს შორის დიდი განსხვავებაა.

"ვიცი, როდის ვთამაშობ ცუდად და როდის კარგად. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არის პოზიტიური განწყობა. ბევრი შრომა. ყოველდღე ვცდილობ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ამის კეთებისას შენს სატრანსფერო ფასსა თუ ლეგენდარული ნომრის ტარებაზე არ ფიქრობ.

აქ უზარმაზარი განსხვავებაა. მცველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ძალიან კარგ ფორმაში მყოფები და არაფერი აშინებთ. ჩემთვის ეს განსხვავებული იყო, განსაკუთრებით პირველ მატჩებში. ამას უნდა შევეგუო. პსვ-ში არ იყო აუცილებელი ყოველ მატჩში ჩემი საუკეთესო თამაში მეჩვენებინა. როცა პრემიერ ლიგაში თამაშობ, ვალდებული ხარ. საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო. კარგი საკმარისი არ არის, როცა "იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ".


21 წლის ფეხბურთელი თავის ფიზიკურ მდგომარეობასაც შეეხო.

"ჩემი სხეულის წონა ისეთივე დაბალია, როგორც მანამდე. კუნთების დამსახურებაა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სავარჯიშო დარბაზში თავს ვიკლავ, ამას არასდროს ვაკეთებ. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ნელი ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემს აჩქარებას ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას ვუთმობ, ვგრძნობ, რომ ვვითარდები. უკეთესი და უკეთესი ვხდები.

უფრო ზუსტად, ჩამოვშორდი იმას, რასაც სამი ან ოთხი თვის წინ ვაკეთებდი. ახლა მხოლოდ ის დარჩა, რომ ეს ყველაფერი მოედანზე ვაჩვენო. გოლების გატანითა და პარტნიორებისთვის საგოლე პასების გაკეთებით. უფრო ნაკლები უნდა ვიფიქრო მოძრაობებზე, რომელსაც ვაკეთებ. ასე უფრო ბუნებრივი იქნება. "უოტფორდის" წინააღმდეგ გატანილი გოლი და "ბრიუგესთან" მატჩი, უბრალოდ ვიცი: წინ უფრო მეტი მელის. ჩაინიშნეთ ჩემი სიტყვები. არ იდარდოთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
25 დეკემბერი 2015 15:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე მჯერა ამ კაცის და რა გავაკეთო smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: გაბადაძე
25 დეკემბერი 2015 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ცოტა აზრზე მოსულხარ, გინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა ეს კარგია მაგრამ ასეთ დონზე თუ გაგრძელე თამაში არამგონია რამე გამოვიდეს, რაღაც გარდაქმნა მომხდარა შენში და გაგითავისებია ყველაფერი და კარგია. იმედია მომავალში შენც და მარსიალიც ოქროს ბურთებს დადებთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 დეკემბერი 2015 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მინდა, რომ წარმატებული იყოს მემფისი მანჩესტერში, მაგრამ როგორრც გამოჩნდა ძაან გაუჭირდა ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკთესო გახდეს, მაგრამ მარტო ნიჭი არ კმარა ამ ყველაფრისთვის...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 დეკემბერი 2015 17:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არადა, მეგონა გაბრაზებული იქნებოდა და რაღაცნაირად ნაწყენიც. სოციალური ქსელები ამასაც უვრცელებენ არასწორ ინფორმაციებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 დეკემბერი 2015 18:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვაა რა კარგად იბაზრაა ❤
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2015 19:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ესეტი თავდაჯერებულობა მაგრამ მეტი მოეთხოვება. ამის გამართლების ისე მჯროდა რო რავი, არავისზე არ ვყოფილვარ ალბათ ეგრე.

ამის ვერ თამაშსსაც ვან გაალს შევტენი, იქნებ სხვა მწვრთნელთან უფრო გაიხსნას. სტაბილურობით არ გამოირჩეოდა აქამდეც მაგრამ ბევრად უკეთესი იყო
0
№7
ავტორი: Best 7
25 დეკემბერი 2015 21:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მჯერაამისი როუფრომეტი შეუძლია
0
№8
ავტორი: dachi_mu
25 დეკემბერი 2015 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ვახ ვახ რა იბაზრა ჩემი..ტიპი მიმხვდარია რაც ჭირს და რაც ხდება... თუ მცველები უშიშრები არიან შენც უშიშარი უნდა იყო უნდა შეაშინო..ან ფინტებით გაათახსირო და ნერვებზე მოშალო... უნდა აჩვენო მამიკო ვინაა რა მოკლედ... მაგრა მჯერა ამ კაცის მარა ყურადღების მიქცევა უნდა..ბაბუ უნდა რა...
0
№9
ავტორი: red devil
26 დეკემბერი 2015 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამას და მარსიალს ახლა ყველაზე მეტად ფერგი ჭირდებათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top