"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩში რაიან გიგზის მოქმედებაზე ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.
მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" "ნორვიჩთან" 2–0 მარცხდებოდნენ, სათადარიგოთა სკამზე ლუი ვან გაალის სიახლოვეს რაიან გიგზი აღარ იჯდა, რადგან ფეხბურთელებს მითითებებს მოედნის კიდიდან აძლევდა.
პრესას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია და მთავარ მწვრთნელსა და მის ასისტენტს შორის უთანხმოების შესახებ ხმების გავრცელება დაიწყო.
თუმცა ვან გაალმა მომხდარი სხვაგვარად ახსნა. "ბოლო მატჩში მოედნის კიდეზე ბევრი დრო გაატარა. მან მოთამაშეებს რჩევა უნდა მისცეს. ამის გაკეთება შეუძლია, რადგან ამაზე ვისაუბრეთ.
კიდეზე მაშინ გადიხარ, როცა საქმე ცუდად მიდის. ეს არის მიზეზი",- დასძინა ვან გაალმა.