თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2015, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2711,
კომენტარები: 6
ჰიუზი: "იუნაიტედის" რეაქცია მაშინებს"
მარკ ჰიუზი მატჩის წინ.
ჰიუზი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბოქსინგ დეიზე" "ბრიტანია სტედიუმზე" "სტოკ სიტის" დაუპირისპირდება და ექვსმატჩიანი წარუმატებელი სერიის დასრულებას ეცდება.

შედეგად, კლუბმა პრემიერ ლიგის ოთხეულსა და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი დაკარგა.

ჰიუზი, რომელიც "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელია, არ აპირებს "წითელი ეშმაკების" დაუფასებლობას. თუმცა აღიარებს, რომ გუნდი გარდაქმნის პროცესშია.

ჰიუზი: "იუნაიტედის" რეაქცია მაშინებს"


"ეს უდიდესი კლუბია, რომელშიც ბევრი კარგი მოთამაშეა. ადრეც მკითხეს, ახლა საუკეთესო დრო იყო თუ არა "იუნაიტედთან" დასაპირისპირებლად. მაგრამ ასეთი მოწინააღმდეგის ყოველთვის მეშინია, რადგან ისინი ყველაზე ხშირად უბრუნდებიან ემოციურ მწვერვალს.

მოთამაშეები გლობალურ ბრენდს წარმოადგენენ და ვალდებულები არიან, უფრო ხშირად აჩვენონ კარგი თამაში, ვიდრე ცუდი. ამიტომ ისინი ამ კვირაშივე ეცდებიან, ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ ახლა გუნდი გარდაქმნის პროცესშია, უფრო სწორად კი, ერთ-ერთ ეტაპზე. ყველაფერი იცვლება და ხანდახან ცოტა უნდა მოითმინო, რათა კვლავ გქონდეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.

ამას თავისთავადად მივიჩნევთ. ვხვდებით, რამდენად სახიფათო მოწინააღმდეგე გვეყოლება "ბოქსინგ დეიზე". მოუთმენლად ველოდები თამაშს. ზეიმისთვის შესანიშნავი მატჩი იქნება".


ჰიუზი: "იუნაიტედის" რეაქცია მაშინებს"


ვან გაალის მომავალი საფრთხის წინაშე დგას და თუ გუნდი იმავე შედეგების ჩვენებას გააგრძელებს, ჰოლანდიელის გაძევება გამორიცხული არ არის. ჰიუზს კი მიაჩნია, რომ ვან გაალს რეპუტაცია ვერ დაეხმარება.

"გასულ კვირას ვთქვი, რომ ჟოზე მოურინიომ გუნდში პატივისცემა დაკარგა და ხელშეუხელები არავინ არის. სულ ერთია, რა გააკეთე მანამდე ჩატარებულ რამდენიმე მატჩში. მისი სამწვრთნელო მიღწევები დაუჯერებელია, მაგრამ მატჩები მაინც უნდა მოიგო.

ამ თამაშში უკვე ძალიან დიდი ხანია არის და ყველაზე კარგად ხვდება, რომ, თუ გუნდის შედეგი კარგი არ იქნება, ზეწოლის ქვეშ მოექცევა. მას ეს ესმის. ჩვენც გვესმის".


წყარო: skysports
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 დეკემბერი 2015 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტყუილად გეშინია ჰიუზ. მასე მეც მეგონა, რომ ნორვიჩს შუაზე გადავხსნიდით, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სკამიდან ვერ ადგა ამხელა კაცი რო რაღაც მითითებები მიეცა ფეხბურთელებისთვის და მატჩში გარდატეხა შეეტანა. დარწმუნებული ვარ არაფერი შეიცვლება, ისევ ისე იდება სკამზე როგორც აქამდე და ისევ ისეთ ჯართ ფეხბურთს ვითამაშებთ როგორც აქამდე ვთამაშობდით.
0
№2
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2015 10:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს თამაშიც თუ წააგო მერე უკვე აღარ ვიცი რა იქნება, მაგრამ თუ დატოვეს ალბათ ოლდ ტრაფორდი ჯოჯოხეთს მოუწყობს ვან გაალს.
0
№3
ავტორი: dachi_mu
24 დეკემბერი 2015 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
არ ვიცი უკვე რა ვიფიქრო..ნუ თუ მართლა დრო მიცეს ვან გაალს .მაშინ კიდევ ჩუმად ვარ...მარა თუ არ მიცეს ნუ მაშინ გლეიზერების დედას ვტენე მე...
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
24 დეკემბერი 2015 11:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ამის სიტყვებიც სტრატეგიაა ალბათ. დარწმუნებული ვარ, ბევრ პრობლემას შეგვიქმნის სტოკი- კონკრეტულად პატარა ჯუჯა რო ყავთ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2015 14:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ მოიგებენ დიდი გამართლებით ალბათ. აღარ მაქვს უკვე არანაირი იმედი, ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება ეს სეზონი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 დეკემბერი 2015 17:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არსენალთან წაგების მერე რა რეაქციაც გვქონდა, ისეთი რომ გვქონდეს ახლაც, მშვენიერი იქნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top