პრემიერ ლიგის მე–18 ტურის მატჩის პრევიუ.
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ბრიტანია", სტოკ-ონ-ტრენტი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-18 ტური
თარიღი: შაბათი, 26 დეკემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 16:45, (ჩვენი დროით)
"სტოკ სიტი"
ტრავმირებულები: კამერონი, კრაუჩი, მუნიესა, აირლენდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Butland, Haugaard, Bardsley, Johnson, Pieters, Shawcross, Teixeira, Wilson, Wollscheid, Adam, Afellay, Moha, Shaqiri, Shenton, Sidwell, Van Ginkel, Whelan, Arnautovic, Bojan, Diouf, Joselu, Odemwingie, Walters.
სტივენ აირლენდი ტრავმის მოშუშებას აგრძელებს და შესაძლოა, მოედანზე 2 იანვარს გამოჩნდეს. ანალოგიური ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ პიტერ კრაუჩი, ჯეფ კამერონი და მარკ მუნიესა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: დარმიანი, ლინგარდი, როხო, შოუ, ვალენსია
დისკვალიფიკაცია: შვაინშტაიგერი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ:
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valdes, Jones, McNair, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rooney.
შვაინშტაიგერი დისკვალიფიკაციის გამო კვლავ ვერ ითამაშებს, მის გარდა კი გუნდს მატეო დარმიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც მოედანზე 28 დეკემბერს უნდა დაბრუნდეს. ლინგარდი, ვალენსია, როხო და შოუ კვლავ ტრავმირებულები არიან.
"სტოკ სიტი"
მე-11 ადგილი, 23 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-წ-მ-ფ-წ
"მეთუნუქეებმა" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 4 საშინაო მატჩი წააგეს. ამ მხრივ უარესი მაჩვენებელი მხოლოდ "ვესტ ბრომსა" (5) და "სტონ ვილას" (6) აქვთ.
პრემიერ ლიგის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან "სტოკმა" მხოლოდ 2 დაასრულა გოლის გაშვების გარეშე, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 10 გოლი გაუშვეს.
"კრისტალ პალასთან" მატჩში "სტოკმა" 26–ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ბოიან კრკიჩის მიერ გამოყენებული პენალტი.
პრემიერ ლიგის ბოლო 10 მატჩში "სტოკმა" 7–ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, ამ პერიოდში ჩატარებულ სამ მატჩში კი ზუსტად 2 გოლს უშვებდა თითო შეხვედრაში.
"მეთუნუქეებმა" მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი მხოლოდ 14–ჯერ აიღეს, "ასტონ ვილასთან" ერთად ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
"ბოქსინგ დეიზე" ჩასატარებელ ბოლო 7 მატჩში "სტოკ სიტიმ" 3 გამარჯვება მოიპოვა, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
მწვრთნელის რანგში მარკ ჰიუზი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პრემიერ ლიგის პირველ სამ მატჩში არ დამარცხებულა – 2 მოგება, 1 ფრე, მაგრამ ბოლო 14 მატჩში "იუნაიტედს" მხოლოდ ერთხელ მოუგო – 1 მოგება, 3 ფრე, 10 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 29 ქულაუკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-ფ-წ-წ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში არ მოუგია – 3 ფრე, 3 წაგება – 1998 წლის დეკემბრის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
თუკი "წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩშიც ვერ მოახერხებენ მოგებას, 1989 დეკემბრიდან 1990 წლის იანვრის პერიოდში რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი სერია იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, 2015 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგოს პრემიერ ლიგის ზედიზედ სამი მატჩი.
მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდი საშუალოდ ერთ მატჩში 1.29 გოლს იტანს. ეს გუნდის უცუდესი მაჩვენებელია 1989–90 წლების სეზონიდან, როცა იგივე მაჩვენებელი 1.21–ს უტოლდებოდა.
"წითელმა ეშმაკებმა" "ბოქსინგ დეიზე" ჩატარებული 21 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს – 18 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"სტოკ სიტი"
წამყვანი ბომბარდირი: არნაუტოვიჩი - 5 გოლი (5 ლიგაში).
თუ მოედანზე ფილ ბარდსლი, რაიან შოუკროსი და მამე ბირამ დიუფი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი – 7 გოლი (4 ლიგაში), რუნი – 7 გოლი (2 ლიგაში).
უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდეს. ახლა მეორე ადგილს დენის ლოუსთან იყოფს, წინ კი ბობი ჩარლტონია (249 გოლი)
უეინ რუნი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ყოველ 570 წუთში ერთ გოლს იტანს (2 გოლი 1140 წუთში) – ორჯერ მეტი დრო, ვიდრე პრემიერ ლიგაში ჩატარებულ წინა 13–ვე სეზონში.
რუნის ბოქსინგ დეიზე წინა ორ სეზონში გაჰქონდა გოლი – 2013 წელს "ჰალ სიტის" კარში, 2014 წელს – "ნიუკასლის" კარში დუბლი.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 102-ჯერ შეხვდნენ. "სტოკმა" გამარჯვება 27 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 42-ში, ხოლო 33 მატჩი ფრედ დასრულდა.
"სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო – 1 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება, მაგრამ ბოლო 4 საშინაო მატჩში ერთხელ დამარცხდა – 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
პრემიერ ლიგაში "მეთუნუქეები" ვერასდროს ახერხებდნენ "იუნაიტედის" წინააღმდეგ კარის "მშრალად" შენახვას.
მიუხედავად ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბრიტანია სტედიუმზე" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მოუგია – 2014 წლის თებერვალში 1–2 მარცხი და ფრე 1–1 2015 წლის 1 იანვარს.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "სტოკი" - 21 მოგება,
"იუნაიტედი" - 37 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა "სტოკი"- 1 მოგება,
"იუნაიტედი" - 10 მოგება, ფრე - 2.
"სტოკ სიტის" სტადიონი"
ლიგა: "სტოკი" - 16 მოგება.
"იუნაიტედი" - 13 მოგება, ფრე - 13 .
პრემიერ-ლიგა: "სტოკი" - 1 მოგება.
"იუნაიტედი" - 4 მოგება, ფრე - 2
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"სტოკ სიტი" 1-1
"მანჩესტერ იუნაიტედი"ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2015 წელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "სტოკის" რიგებში: რაიან შოუქროსი 2'
გოლი "იუნაიტედი" რიგებში: რადამელ ფალკაო 26'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, კევინ ფრენდმა მიმდინარე სეზონში შეხვედრა განსაჯა, წითელი ბარათი და ყვითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: მარკ პერი, დეივ ბრაიანი.
სათადარიგო მსაჯი: ნეილ სუორბრიკი